ევერესტზე ახალი მარშრუტით ავლენ

AutoSharing Option
ნეპალის მთავრობა მარტში შეცვლის ევერესტის მწვერვალზე ასასვლელ მარშრუტს. ამის მიზეზი ალპინისტებისა და მათი გამყოლი შერპების უსაფრთხოებაა, - იტყობინება BBC.

გასული წლის აპრილში ყინულის ჩანჩქერის კჰუმბუს რაიონში (მარშრუტის ყველაზე საშიში მონაკვეთი) ზვავის ჩამოწოლის შედეგად 16 შერპი და 10 ტურისტი დაიღუპა. ამან პროვოცირება გაუკეთა გამყოლების ბოიკოტს, რამაც, შესაბამისად, ევერესტზე ყველა ექსპედიციის გაუქმება გამოიწვია. შერპების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო - მარშრუტის შეცვლა.

ამჟამინდელი მარშრუტი 1990 წლიდან გამოიყენება, რომელიც აქამდე შედარებით მოკლედ და ასვლისთვის იოლ გზად მიიჩნეოდა. ახალი გზა გაივლის იმ ადგილებს, სადაც ზვავის ჩამოწოლის
რისკი მინიმალურია.

შერპები - აღმოსავლეთ ნეპალში მცხოვრები ხალხია. მათი ძირითადი საქმიანობაა - ვაჭრობა და მწვერვალზე ასვლა, სადაც ისინი მტვირთავებად და გამყოლებად არიან დაქირავებულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული