ფურთხება არ შეიძლება

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ გოლფისტ ტაიგერ ვუდსს დუბაიში ევროპის ტურის ეტაპზე გამოსვლის შემდეგ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ტურნირის ორგანიზატორებმა მიიჩნიეს, რომ ამერიკელმა  მოედანზე ქცევის კოდექსი დაარღვია და ამის გამო უნდა დაისაჯოს. საქმე ისაა, რომ ვუდსი დუბაიში ძალიან ცუდად გამოვიდა და თავის უკმაყოფილებას ფურთხებით გამოხატავდა.

კამერებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს ვუდსი გაფუჭებული დარტყმის შემდეგ რეაქციას ამგვარად რომ გამოხატავდა. ტაიგერის საქციელმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მაგალითად, "სქაი სპორტის" კომენტატორმა სპორტსმენის მოქმედებას, ერთ-ერთი ყველაზე უმსგავსო საქციელი უწოდა, რაც კი შეიძლება გოლფის მოედანზე მოხდეს.

დუბაიში ვუდსმა სხვა კონკურენტებთან ერთად

მე-20-27-ე ადგილები გაიყო. ერთ დროს საუკეთესო გოლფისტს აგერ უკვე 15 თვეა არ მოუგია პროფესიული ტურის სტარტი. ამ დროის განმავლობაში მან 17 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული