სალომე ოთხივე საგნით (ბურთი, ბაფთა, რგოლი, გურზები) ვარჯიშში საუკეთესო იყო და, შესაბამისად, მრავალჭიდშიც პირველობა არავის დაუთმო. ჩვენმა ტანმოვარჯიშემ უკრაინელ ეკატერინა ზაიცევას და თურქ ბასაკ ერტიკინს ორ ქულაზე მეტი მოუგო, რაც ასეთი რანგის ტურნირებში საკმაოდ დიდი სხვაობაა. მათ გარდა სალომე ფაჟავას პირველობას ეცილებოდნენ, ბულგარელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, სირიელი, მოლდოველი,
"ჩემთვის სიხარული და სიამაყაის გრძნობა, მრავალი წლების მანძილზე, არაერთხელ მოუტანიათ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს, რომელთა სახელებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში. სტამბოლში გამართულმა ტურნირმა დამიბრუნა ოდინდელი ემოციების შეგრძნება.
ცხადია, სალომე ფაჟავას მიერ მაღალი ქულებით მოპოვებული გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ, როცა გულშემატკივრების რჩეული ხდები, სულ სხვაა. თავად განსაჯეთ, მსაჯებიც კი, შეფასების შემდეგ, ტაშს უკრავდნენ ქართველ სპორტსმენს. ეს უკვე სხვა განზომილების წარმატებაა.
მეამაყება, რომ ჩვენ გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანეთ. მინდა მივულოცო ეს წარმატება ჩვენი აკადემიის მწვრთნელებს, წარსულში სახელოვან ტანმოვარჯიშეებს, ელისო ბედოშვილს, ინგა სააკაშვილს, ლალი დოლიძეს, ნინო თევზაძეს, რომლებიც წარმატებულად შრომობენ. ამასთან, ვუსურვებ, რომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იუნიორები ინდივიდუალური პროგრამით გამოვლენ, ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულად იასპარეზონ" - თქვა "მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიისა და სპორტული კლუბ გრაციას" პრეზიდენტმა ნელი სალაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"