უმცროსები ბათუმში, უფროსები კანადაში

AutoSharing Option
ბათუმის მერიისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის ერთობლივი ინიციატივით აჭარის დედაქალაქში მეორედ გაიმართა ბატუტზე მხტომელთა ღია პირველობა, რომელშიც მასპინძლებთან ერთად ახალგაზრდა ქუთაისელი და თბილისელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

"შეჯიბრებაზე თბილისიდან შპს "კასტელი-საქართველოს" თანადგომით გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის ბატუტზე მხტომელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი გაემგზავრა. მათი უმრავლესობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ისინი წლევანდელი მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან. ამ ტურნირს მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვარჯიშებზე დამუშავებული რთული ელემენტების გამოსაცდელად.

უნდა ითქვას, რომ ლია ხრიკულის, რევაზ გამხოშვილის, ვლადიმირ გოლოვინის, შალვა კალოევის, შალვა კიკნაძისა და ირმა
თანდილაშვილის შეგირდებმა იმედები გაამართლეს. აბსოლუტურ შეჯიბრებაში ტოლი არ ჰყავდა თეონა ჯანჯღავას. მას მცირედით ჩამორჩა 12-წლიანებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი, მესამე ადგილი ნანა გოგაშვილს ხვდა. ბიჭებში უძლიერესი იყო ზურაბ ნოზაძე. მეორე-მესამე ადგილებზე დიმიტრი ზუტიკოვი და ლაშა გაბაშვილი გავიდნენ.

ახალგაზრდული ნაკრების წევრები ბათუმშივე გაივლიან საწვრთნელ შეკრებას", - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა.

აქვე გაუწყებთ ასაკების მიხედვით, ბათუმის ღია პირველობის გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას:

11 წლამდე. გოგონები. 1. ნუცა ჭკუასელი (თბილისი, 27,1 ქულა), 2. ქრისტინა სალნიკოვა (ბათუმი, 23,8), 3. დიანა ფოთელიძე (ბათუმი, 21,4). ბიჭები. 1. გიორგი ნაცვლიშვილი (თბილისი, 28,7), 2. თორნიკე ბარ ბაქაძე (ქუთაისი, 25,0 3. ონისე თვალავაძე (ქუთაიაი, 24,3).

14 წლამდე. გოგონები. 1. ანა ოდიშვილი (თბილისი, 33,9), 2. მერი გვიანიძე (ბათუმი, 32,0), 3. ქრისტინე სორდია (თბილისი, 28,5). ბიჭები. 1. ზურაბ ნოზაძე (34,1), 2. ლაშა გაბაშვილი (29,9), 3. გიორგი ავლოხაშვილი (სამივე-თბილისი, 29,2).

18 წლამდე. გოგონები. 1. თეონა ჯანჯღავა (33,1), 2. ნანა გოგაშვილი (31,0), 3. თიკა ჩადუნელი (სამივე-თბილისი, 30,5). ვაჟები. 1. დიმიტრი ზუტიკოვი (33,8), 2. თემურ სონღულაშვილი (31,1), 3. რუსტამ კალოევი (სამივე-თბილისი, 29,9).

რაც შეეხება უფროსი თაობის ბატუტზე მხტომელებს - ლუბა გოლოვინასა და თენგიზ კოშკაძეს, ისინი ახლა თბილისში ვარჯიშობენ და კანადის ღია თასის გათამაშებისთვის ემზადებიან, რომელშიც ივლისის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები არიან მიწვეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული