ჰოლანდიელი ტანმოვარჯიშე ეპკე ზონდერლანდი Ouwehands-ის ზოოპარკის მაიმუნებს ხეზე ასვლასა და ცოცვას შეასწავლის. ასეთი ვარჯიშების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მაიმუნებს ხეზე ცოცვა დაავიწყდათ.
ორანგუტანების ძირითად საცხოვრებელს რემონტი სჭირდებოდა და ცხოველები ისეთ ვოლიერში შეასახლეს, სადაც ხეები და მათი მსგავსი კონსტრუქციები არ იყო. მაიმუნებიც ხეზე ცოცვას გადაეჩვივნენ და ყოფილ საცხოვრებელში დაბრუნების შემდეგ, მიწაზე დასახლდნენ. ზოოპარკის ხელმძღვანელობამ გამოსავალი იპოვნა: დახმარებისთვის სპორტულ ტანვარჯიშში არაერთი საერთაშორისო ტურნირი პრიზიორ ეპკე ზონდერლანდს მიმართა.
სპორტსმენმა თანხმობა განაცხადა ორანგუტანების გაწვრთნაზე და დღეიდან შეუდგება რთულ სამუშაოს. "იმედი მაქვს,
ორანგუტანებისთვის აშენებულ ახალ ვოლიერში ექვსი მაღალი ხეა და უახლოეს დღეებს სპორტსმენი მასზე ცოცვას მოანდომებს. "ბუნებაში ორანგუტანები თითქმის არ ჩამოდიან მიწაზე და მუდმივად ხეებზე ცხოვრობენ. ამიტომაც მაიმუნებისთვის ვოლიერი ისე მოვაწყვეთ, რომ მათ მთელი დრო ხეებზე გაატარონ. საჭმელს სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მივაწვდით. მაგრამ ისინი ჯერ კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს ხეებზე, ამიტომაც მივმართეთ დასახმარებლად ზონდერლანდს", - ამბობს ზოოპარკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ეპკე ზონდერლანდი ტანვარჯიშის სამყაროში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. მას არაერთ დიდ ტურნირში მიუღია მონაწილეობა, 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა - მედალი ღერძზე გამოსვლაში დაისაკუთრა.
ლელო