ქართველი სპორტსმენები ამჟამად დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში გადიან წვრთნას ევროპის პირველობისთვის, ამ შეჯიბრებას კი 1-3 ივნისს რუსული ნიჟნი-ნოვგოროდი უმასპინძლებს.
გუშინ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეები სპორტის სამინისტროს აპარატის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა და ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ მოინახულეს და მათს წვრთნასაც დაესწრნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი