ლუბა გოლოვინა: ლონდონის ოლიმპიადაზე სამეულში მინდა მოვხვდე

AutoSharing Option
ლუბა გოლოვინას მიზანია ლონდონის ოლიმპიადაზე სამეულში მოვხვდეს. ამის შესახებ საქართველოს სახელოვანმა სპორტსმენმა ბატუტზე ხტომაში თვითმფრინავში თბილისი-კიევის რეისით მგზავრობისას მითხრა.

ლუბა საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად მიფრინავდა ესპანეთში, სადაც 16-17 ივნისს გაიმართება მსოფლიო თასის მესამე ეტაპი.

მსოფლიოს თასზე გოლოვინასთან ერთად იასპარეზებს თენგიზ კოშკაძე.

საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის არის სახელგანთქმული სპორტსმენი რუსუდან ხოფერია - საქართველოს ბატუტზე ხტომის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზაურ სულაშვილი - ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ვლადიმერ გოლოვინი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ლუბას მამა და პირადი მწვრთნელი.

ლუბამ გვითხრა, რომ მისთვის ესპანეთში მსოფლიო
თასის მორიგი ეტაპი კარგი საშუალებაა უკეთ მოემზადოს ლონდონის ოლიმპიადისათვის.

მკითხველს შევახსენებ, რომ პეკინის ოლიმპიადაზე ლუბა გოლოვინამ მეექვსე ადგილი დაიკავა, წლეულს კი საპატიო კვარცხლბეკს უმიზნებს.

სურათზე: ლუბა გოლოვინა, ვლადიმერ გოლოვინი, თენგიზ პაჭკორია და რუსუდან ხოფერია
თენგიზ პაჭკორია
სპეციალურად "ლელოსთვის" კიევიდან
ლუბა გოლოვინა: ლონდონის ოლიმპიადაზე სამეულში მინდა მოვხვდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული