"მფრინავი ციყვის" მეორე ოქრო

AutoSharing Option
ქალთა შორის მრავალჭიდში პირველობა არავის დაუთმო ამერიკელმა გაბრიელე დაგლასმა, რომელმაც 62,232 ქულა დააგროვა და გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებულ ოქროს მედალს კიდევ ერთი მიუმატა.

კვალიფიკაციაში პირველი ადგილი რუსმა ვიქტორია კომოვამ დაიკავა და სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ იგივე შედეგის გამეორება ამ ტანმოვარჯიშეს სავსებით შეეძლო. თუ ვიქტორია ოქროს მედალს მოიპოვებდა, ის პირველი რუსი იქნებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მრავალჭიდში გაიმარჯვებდა.

რუსებისთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კომოვამ 61,973 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მასთან ერთად ოქროს მედალზე პრეტენზიას კიდევ ერთი რუსი
ალია მუსტაფინა აცხადებდა.

მან ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყო, ლიდერებს კვალდაკვალ მისდევდა და ოქროს მედლის მოპოვების შანსი მას შემდეგ დაკარგა, რაც დვირზე ვარჯიშისას ჩამოვარდა. თუმცა დაგროვილი ქულები ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად მაინც ეყო.

ოქრო კი, როგორც უკვე ვთქვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის. დაგლასი მეტოქეთაგან მიუწვდომელი მას შემდეგ შეიქნა, რაც ბჟენით ხტომაში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - 15, 996. გაბრიელეს შემთხვევით არ უწოდებენ "მფრინავ ციყვს".

ქალები
მრავალჭიდი
ინდივიდუალური
1. გაბრიელე დაგლასი (აშშ) 62.232
2. ვიქტორია კომოვა (რუს) 61.973
3. ალია მუსტაფინა (რუს) 59.566
4. ალექსანდა რაისმანი (აშშ) 59.566
5. სანდრა იზბასა (რუმ) 58.833
6. ლინლინ დენგი (ჩინ) 58.399

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული