ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია სპორტმენის ასაკის შესაძლო გაყალბების მორიგ ფაქტს იძიებს. ამჯერად საქმე შეეხება სპორტულ ტანვარჯიშში ჩრდილოეთ კორეის ნაკრების წევრ სუ-ენ ჰონს.
ქვეყნის ეროვნულ ფედერაციასა და თავად ტანმოვარჯიშეს ოფიციალური პირებისთვის მოუწევს იმის ახსნა, რატომ წერია სამი ტურნირის განაცხადში დაბადების სხვადასხვა თარიღი. ოქტომბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებისთვის სუ-ენი 1989 წლის 9 მარტს დაიბადა, ათენის ოლიმპიადაზე კორეელის დაბადების თარიღი იყო 1985 წლის 9 მარტი, გარდა ამისა, 2007 წელს გამართული პლანეტის პირველობაზე, სადაც ჰონმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, დაბადების თარიღის გრაფაში 1986 წელი ეწერა. თუ
1993 წელს ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ჩამოაშორეს მსოფლიოს ჩემპიონატს, რადგან ამ გუნდის წევრი კიმ ვან-სუკი (მსოფლიოს 1991 წლის ჩემპიონი) სამი სეზონის განმავლობაში განაცხადებში 15 წლის სპორტსმენად ფიქსირდებოდა.
ტანვარჯიშში ასაკის ფალსიფიკაციის პრობლემა გასული საუკუნის 80-იან წლებში წარმოიშვა, როცა მონაწილეთა მინიმალური ასაკი 14-დან 15 წლამდე გაიზარდა. ეს ნაბიჯი სპორტსმენებს შორის ტრავმიანობის შემცირების გამო გადაიდგა. 1997 წელს ეს ზღვარი 16 წლამდე გაიზარდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"