გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა სამინისტროში მიიღო ნორჩი ჩემპიონი და წარმატება მიულოცა. "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბატუტზე ხტომაში ტრადიციებიც გვაქვს და წარმატებით ასპარეზობაც შეგვიძლია. წლეულს ანამ გავასახელა. იგი პრემიას მიიღებს, ხოლო ფედერაციას მომავალშიც არ მოაკლდება სამინისტროს თანადგომა საერთაშორისო სარბიელზე მედლების მოსახვეჭად", - აღნიშნა დავით ნამგალაურმა.
ანა ოდიშვილი
დაიბადა
სწავლობს 49-ე საჯარო სკოლის VII კლასში. ამავე დროს თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის აღსაზრდელიცაა.
ბატუტზე ხტომაში 2004 წლიდან ვარჯიშობს რევაზ გამხოშვილის, ლია ხრიკულისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზაურ სულაშვილის ხელმძღვანელობით.
თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 2009 წელს ეროვნულ ჩემპიონატში იმარჯვა, წლეულს კი მეორე ადგილი დაიკავა ლუბა გოლოვინას შემდეგ. შარშან მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურ ხტომებში მესამე იყო, ხოლო 2008 წელს საბერძნეთში "სპარტაკუს თასი" მოიგო როგორც პირად პირველობაში, ისე სინქრონულ ხტომებში თეონა ჯანჯღავასთან ერთად.
გატაცებულია ჩოგბურთით. უყურებს ტელერეპორტაჟებს პროფესიონალთა საერთაშორისო ტურნირებიდან.
ჰობი. ხატვა და ლექსების კითხვა.
მიზანი. უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონობა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.