ქართველმა წყალმხტომელებმა მსოფლიო გრან პრიზე რეიტინგი გაიუმჯობესეს

AutoSharing Option
ქართველი წყალმხტომელი ჭოლა ჭანტურია ორი თვეა, მექსიკის ქალაქ გვადალახარის კლუბში ვარჯიშობს ცნობილი მწვრთნელის - ივან ბაუტისტა გარსიას ხელმძღვანელობით.

იგი მონდომებით ემზადება 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის.

გასულ უქმეებზე მან მეხიკოს მახლობლად, ქალაქ ლეონში, წყალმხტომელთა მსოფლიო გრან პრიზე იასპარეზა. პლანეტის 20 ქვეყნის 30 წარმომადგენელს შორის ჭანტურიამ 360 ქულით სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მე-14 ადგილი დაიკავა და ფინალში მოსახვედრად (12 საუკეთესო) 9 ქულა დააკლდა.

ქართველმა სპორტსმენმა 21 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და დღეისთვის კლასიფიკაციაში 25-ე საფეხურზეა (რიოში 30 საუკეთესო წყალმხტომელი ვაჟი იასპარეზებს).

"გვადალახარაში ბაუტისტა გარსიასთან ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი გერმან სანჩესი და მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ხულიან სანჩესი. წლეულს ჩემი მთავარი მიზანია, ყაზანის მსოფლიოს ჩემპიონატზე (25 აგვისტო-2 სექტემბერი) წარმატებით გამოვიდე. ეს კი წინაპირობაა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად", - განაცხადა შეჯიბრების შემდეგ ჭოლა ჭანტურიამ, რომელიც 2014 წლის შემოდგომიდან სინქრონულ ხტომებშიც ემზადება ალექსანდრე გუჯაბიძესთან ერთად.

ჩვენმა დუეტმა ლეონში, მსოფლიოს გრან პრიზე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან მე-7 ადგილი დაიკავა, რამაც ბიჭებს 28 სარეიტინგო ქულა მოუტანა. ისინი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-13 საფეხურზე იმყოფებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული