3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში იყოჩაღა თბილისელმა ჭოლა ჭანტურიამ - სეზონში მან თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 372 ქულით 26 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ჩემპიონობა ლონდონის ოლიმპიურის თამაშების გამარჯვებულმა, რუსმა ილია ზახაროვმა მოიპოვა.
ვერცხლის მედალი მის თანამემამულე ევგენი კუზნეცოვს ხვდა (ის ლონდონის ოლიმპიადის მეორეადგილოსანია), ბრინჯაო კი ევროპის შვიდგზის ჩემპიონმა, უკრაინელმა ილია კვაშამ დაიმსახურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"