მსროლელები ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ბელგრადში გუშინ დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ტყვიისა (სპორტული პისტოლეტიდან 25-მეტრიან დისტანციაზე) და სასტენდო სროლაში.

პნევმატურში გაზაფხულზე ჩატარდა იტალიურ ბრეშიაში. ბელგრადში საქართველოდან მხოლოდ ორი მსროლელი გამოვა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. მესტენდურთა ჩემპიონატში მრგვალ სტენდზე მაია გუბიევა ისვრის, სასანგრეზე კი ვაჟთა სრული გუნდით გამოვალთ - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია. სალუქვაძემ, ქადაგიძემ და გუბიევამ მოსამზადებელი შეკრება ბაქოში გაიარეს, ლაკია კი მოსკოვიდან ჩავიდა, რადგან იქ ცხოვრობს.

მესტენდურები უკვე სერბეთში არიან, ტყვიის მსროლელები კი ხვალ გაფრინდებიან.
ასპარეზობას ჯერ მესტენდურები დაიწყებენ - ხვალ გუბიევა ისვრის, მერე ტყვიის მსროლელთა ჯერი დადგება და 6-ში ქადაგიძე იასპარეზებს, სალუქვაძე - მეორე დღეს. მესტენდურ ვაჟთა ტრიო კი 12 აგვისტოს დადგება ცეცხლის ხაზზე. ბელგრადში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა. ჩვენგან, ვისაც ჰქონდა მისი მოპოვების შანსი - სალუქვაძეს, მან ადრევე გაინაღდა, დანარჩენებისგან კი ამ ეტაპზე ეს, სამწუხაროდ, გამორიცხულია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული