ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გივი შენგელია გაისარჯა, რომელმაც 119 ქულა დააგროვა და 64-ზე გავიდა. მან შეჯიბრების პირველი ნახევარი შედარებით სუსტად ჩაატარა - 25-დან 2-2 სამიზნე დააცილა და 23-23 ქულა დააგროვა. მეორე ნახევარში მიზანი შესამჩნევად გამოასწორა - მესამე სერიაში სულაც ქულათა მაქსიმუმი, 25 გააკეთა, მომდევნო ორი კი 24-24-ით დაასრულა.
დავით ქვათაძე 118 ქულით 79-ზე გავიდა, პავლე ლაკიამ კი 113