სალუქვაძე იქ ორივე დისციპლინაში გამოვა - პნევმატურშიც ისვრის და სპორტულშიც. მან სუპერფინალის საგზური პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა, როცა მარტში სიდნეის ეტაპი მოიგო, მაგრამ ორგანიზატორებმა სპორტულშიც მიიწვიეს, როგორც ფრიად წარმატებული სპორტსმენი. სალუქვაძე ხომ ის მსროლელია, ვინც ლონდონში თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს, რითაც მსოფლიოს რეკორდსმენია ტყვიის
ჩვენებური ვროცლავში სტარტზე პირველად 20 სექტემბერს დადგება და სპორტული პისტოლეტიდან ისვრის, პნევმატურში შეჯიბრება კი 23-ში ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება ეგრეთ წოდებული "ჩემპიონთა რბოლა", რომელშიც სროლის ყველა დისციპლინაში ვაჟებსა და ქალებს შორის გამარჯვებულები ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
სპორტულში საასპარეზოდ 10 მანდილოსანია დაშვებული - სალუქვაძე, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი, ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ინ ჩენი და მისი თანაგუნდელი ჯინ იუანი, მონგოლი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი, ზუსტად ამავე სინჯიდ მედლების მფლობელი, პლუს - ევროპის ჩემპიონი ჩეხი ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვა, ინდოელი რაჰი სარნობატი, რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კირა კლიმოვა, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა და მისი ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი თანაგუნდელი ანტოანეტა ბონევა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მონაწილეთა შორის არაა სერბი მსოფლიოს, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი იასნა სეკარიჩი - ამ დისციპლინაში სუპერფინალის საგზური ვერც მოიპოვა და არც ორგანიზატორებს მიუწვევიათ. არც ფრანგი ევროპის ჩემპიონი სელინ გობერვილია, არც სერბები - ევროპის გამარჯვებული ბობანა ველიკოვიჩი, მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და კიდევ რამდენიმე ცნობილი მსროლელი.
შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელია და ამ მხრივაც რეკორდსმენია. თან იმდენად უსწრებს მდევრებს, რამდენიმე სეზონში კიდევ გარანტირებული აქვს პირველობა. 6-6 თასით მას კვალში ორი ოლიმპიური ჩემპიონი უდგას - სეკარიჩი და ჩინელი ტაო ლუნა, თუმცა მან უკვე დაანება თავი დიდ სპორტს. სალუქვაძემ ეს პრესტიჟული ჯილდო ბოლოს შარშან მოიგო მიუნხენში, სადაც "ჩემპიონთა რბოლაშიც" გაიმარჯვა - ფინალში რუსთა ახალგაზრდა ვარსკვლავი ლეონიდ ეკიმოვი დაამარცხა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა სალუქვაძე ვროცლავში ამ თასის მეათედ მოპოვებას.