ველოსპორტი: დიდი სკანდალი ტურზე

AutoSharing Option
სკანდალით დასრულდა ტურ დე ფრანსის მეოთხე ეტაპი. 207-კილომეტრიანი დისტანციის ბედი საფინიშო სპურტს უნდა გაერკვია.

ბოლო მეტრებზე სლოვაკმა პეტერ საგანმა აშკარად ხელი უბიძგა ბრიტანელ მარკ კევენდიშს, რომელმაც ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ვეღარ შეძლებდა ფრანგულ ველომარათონში გამოსვლის გაგრძელებას.

რბოლის ორგანიზატორებმა გამოიძიეს მომხდარი და საგანს დისკვალიფიკაცია მისცეს, ასე რომ, სლოვაკისთვისაც წლევანდელი ტური ნაადრევად დასრულდა. პეტერმა გააპროტესტა ორგანიზატორების გადაწყვეტილება, მაგრამ დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული