ჰემილტონის სიტყვებით (მაშინ ის და ლენსი ერთად გამოდიოდნენ ამერიკულ გუნდ U.S. Postal-ში), მან არმსტრონგის მაცივარში ნახა საქვეყნოდ ცნობილი სისხლის დოპინგი - EPO, აგრეთვე თვალს ადევნებდა, როგორ იკეთებდა ლეგენდარული ლენსი ინექციებს.
"არმსტრონგი სხვა ველომრბოლებისგან არაფრით განსხვავდება. დამიჯერეთ, ის იგივე პრეპარატებს იღებდა, რასაც სხვები", - განაცხადა
ჰემილტონმა.
* * *
ამასობაში
ესპანელ ველომრბოლს ორი ორგანიზაცია უჩივის - ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირი (UCI) და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA). ეს თარიღი სპეციალურად არის შერჩეული - საქმის განხილვიდან ორი კვირის თავზე ტურ დე ფრანსი დაიწყება და თუ კონტადორს გაამართლებენ, მას ფრანგულ ველომარათონში მონაწილეობის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გადაწყვიტეს გაასაჩივრონ ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა კონტადორის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია.