მე-16 ეტაპი ბელუნოსა და ნევეგალს შორის მხოლოდ 13 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა სიმაღლეებს შორის სხვაობა 600 მეტრი იყო, რაც სერიოზულად ურთულებდა საქმეს ველომრბოლებს. პირველი ექვსი კილომეტრი თითქმის სწორი გზა იყო, მაგრამ შემდეგ იწყებოდა 8.2-პროცენტიანი აღმართი, სადაც უნდა გარკვეულიყო კიდეც ამ ეტაპის ბედი.
გენერალური კლასიფიკაციის ლიდერები ბოლო ჯგუფში იყვნენ და მათ შორის საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. წინა ეტაპებზე აქტიური მიკელ ნიევე ამ მოკლე დისტანციას ვერ გაუმკლავდა, ხოლო ლიდერის ვარდისფერი
სამაგიეროდ, "მთის მეფის" მაისურის მფლობელი სტეფანო გარცელი ბრწყინვალე იყო და ის გარკვეული ხნით საშუალედო ლიდერი გახდა. მის დროს ვერაფერი მოუხერხეს ჩეხმა რომან კროიციგერმა და რუსმა დენის მენშოვმა, თუმცა ეს გამოუვიდა ვენესუელელ ხოსე რუხანოს. ის ძალიან ახლოს იყო ამ ჯიროზე მეორე ეტაპის მოგებასთან - მისთვის მხოლოდ რბოლის სამ მთავარ ფავორიტს შეეძლო ხელი შეეშელა.
ვინჩენცო ნიბალიმ ყველაზე კარგად გაიარა სწორი მონაკვეთი, იმ დროს, როცა კონტადორი სიფრთხილეს იჩენდა და თავის მთავარ კონკურენტს 13 წამით ჩამორჩებოდა. ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე ნიბალიმ ძალიან ძლიერად დაიწყო აღმართზე ასვლა, მაგრამ ბოლოს მისმა იერიშმა კლება იწყო. მიუხედავად ამისა, იტალიელმა რუხანოს დროის გაუმჯობესება შეძლო და მიკელე სკარპონის შემოტევასაც გაუძლო. მაგრამ დისტანციაზე რჩებოდა რბოლის ლიდერი კონტადორი.
ესპანელი რბოლის დიდი ნაწილი სკამიდან დგებოდა და მკვეთრად უმატებდა ტემპს - შედეგად ის აღმართზე პეპელასავით "შეფრინდა". ბოლო მონაკვეთზე ალბერტოს თითქოს გაუჭირდა, მაგრამ ფინიშზე მისი ნახევარწუთიანი უპირატესობა დაფიქსირდა.
უკანასკნელად გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის ასეთი უპირატესობა 2006 წელს დაფიქსირდა, როცა ივან ბასომ მინიმალური შანსიც არ დაუტოვა თავის კონკურენტებს. ამჯერად იგივე გააკეთა კონტადორმა და როგორც ზემოთ ვთქვით, პრაქტიკულად გაინაღდა წლევანდელ
ჯიროზე პირველობა.
XVI ეტაპი
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 28.55; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - ++0.34; 3. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +0.38; 4. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +0.39; 5. სტეფანო გარცელი (იტა, "აკლა ე საპონე") - +0.46; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, "ასტანა") - +0.49...
საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 62:43.37; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +4.58; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +5.45; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2რ") - +7.23; 5. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +9.18; 6. მიკელ ნიევე (ესპ, "ეუსკატელ-ეუსკადი") - +9.22...