კონტადორი პოლიციამ დააკავა

AutoSharing Option
უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა ტურ დე ფრანსის სამგზის გამარჯვებული ალბერტო კონტადორი. თითქოს დოპინგსკანდალი არ კმაროდა, ახლა თანამედროვების საუკეთესო ველომრბოლს სამართალდამცავ ორგანოებთან შეექმნა პრობლემები. კერძოდ, კონტადორი ფარნის გარეშე მოძრაობისთვის დააკავეს.

ალბერტო ალპებში ემზადება მოახლოებული ტურ დე ფრანსისთვის, მაგრამ მისი ბოლო ვარჯიში პოლიციელებმა გალიბიეს უღლტეხილზე შეწყვიტეს. მსგავს სიტუაციებში აუცილებელია ველოსიპედზე დამაგრებული იყოს ფარანი, რადგან ველომრბოლი კარგად უნდა ხედავდეს ტრასის მდგომარეობას.

ალბერტო ცდილობდა დაერწმუნებინა პოლიციის ოფიცერი, რომ მისი თანმხლები მანქანა ისედაც კარგად ანათებ
და გზას, მაგრამ პოლიციელი მყარად იდგა თავის პოზიციაზე. ამიტომაც კონტადორს ვარჯიშის შეწყვეტა და მანქანაში ჩაჯდომა მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული