დიდი ინტერესი გამოიწვია უფროსთა შორის ჯგუფურმა რბოლამ 120 კმ-ზე მარშრუტით: ნატახტარი-ფასანაური-ჯვრის მონასტერი (ფინიში). სტარტიდან 15 კმ შემდეგ დაწინაურდნენ გიორგი ნადირაძე (აჭარა) და თბილისელი გიორგი სიდიანი. ანანურის აღმართზე სიდიანმა ტემპს ვერ გაუძლო და ჩამორჩა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, რაც უკვე წარმატებაა.
მთაგორიან ტრასაზე ასპარეზობა გიორგი ნადირაძეს ეულად მოუწია და მან ასევე უკონკურენციოდ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სიდიანი მას მხოლოდ 2 წუთის შემდეგ მიჰყვა.
ახალგაზრდებში ჯგუფური რბოლა დიდი უპირატესობით მოიგო ქუთაისელმა ალეკო ქათამაძემ (მწვრთნელი გია ქოჩაკიძე), ხოლო მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად თბილისელმა გურამ აზმაიფარაშვილმა და ნიკა გოგიშვილმა დაიკავეს.
შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარა მსაჯთა ბრიგადამ ვანო რთველიაშვილისა (მცხეთა) და შოთა დაიაურის (თბილისი) ხელმძღვანელობით.
საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბესარიონ ნადირაძე კმაყოფილი დარჩა ასპარეზობის შედეგებით.
გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს. ახალგაზრდები. ინდივიდუალური რბოლა 10 კმ: 1. ნიკა გოგიაშვილი, 2. გურამ აზმაიფარაშვილი, 3. კობა შუბითიძე (სამივე-თბილისი); ჯგუფური. რბოლა 40 კმ: 1. ალეკო ქათამაძე (ქუთაისი), 2. აზმაიფარაშვილი, გოგიშვილი; ორი ეტაპის ჯამი: 1. გოგიშვილი - 41ქ, 2. აზმაიფარაშვილი - 40, 3. ქათამაძე - 38.
უფროსები. ინდივიდუალური რბოლა 32 კმ: 1. გიორგი ნადირაძე (აჭარა), 2. გიორგი სიდიანი (თბილისი), 3. ვიტალი ეროხინი (ქუთაისი); ჯგუფური რბოლა 120 კგ: 1. ნადირაძე, 2. სიდიანი, 3. ბაჩუკი ბერაძე (ზესტაფონი); ორი ეტაპის ჯამი: 1. ნადირაძე - 48ქ, 2. სიდიანი - 40, 3. ეროხინი - 32.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"