თუმცა დისტანციის სწორი მონაკვეთი მეოთხე კატეგორიის საკმაოდ რთული ამაღლებით სრულდებოდა, რასაც, შასაძლოა, ხელი შეეშალა მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერისთვის - მარკ კევენდიშისთვის.
პირველ ეტაპებზე ველომრბოლები მაინც და მაინც არ იკლავენ თავს გაქცევებით. ამჯერად სიტუაციის "ამრევი" სამი იყო: ჰოლანდიელი ლიუვე ვესტრმა და ფრანგები - ჟერემი რუა და პერიგ კამენერი. მათი მაქსიმალური უპირატესობა პელოტონთან ექვს წუთს შეადგენდა.
ფინიშამდე დაახლოებით
შემდეგ პელოტონის თავში "ლოტოს" წევრები გააქტიურდნენ. ამ გუნდის ლიდერს, ბელგიის ახალ ჩემპიონს ფილიპ ჟილბერს ყველაზე მეტად აწყობდა ასეთი პროფილის ფინიში. მაგრამ ძირითადი ჯგუფის დაბალი ტემპის გამო გაქცეულები კარგა ხანი ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას. თუმცა იმაშიც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ დაწინაურებული სამეული ამ შემადგენლობით ფინიშამდე ვერ მიაღწევდა.
სხვაობამ ბოლო 50 კილომეტრზე დაიწყო შემცირება, 30 კილომეტრით ადრე ლიდერთა უპირატესობა წუთამდე დავიდა, კიდევ ათი კილომეტრით ადრე კი ტრიო პელოტონს შეუერთდა, გამარჯვების პრეტენდენტმა გუნდებმა კი თავიანთი ლიდერების პელოტონის თავში გაყვანა დაიწყეს.
ფინიშამდე შვიდი კილომეტრით ადრე მოხდა ინციდენტი, რომელმაც მთელს რბოლაზე იქონია გავლენა. ყაზახური "ასტანას" ერთ-ერთი წევრი ტრასაზე გამოსულ მაყურებელს შეეჯახა და ნახევარი პელოტონი დომინოს ქვებივით მიწვა ასფალტზე. შედეგად, ძირითადი ჯგუფის დიდი ნაწილი ლიდერებს მოკვეთილი აღმოჩნდა. ივან ბასო, სამუელ სანჩესი და ალბერტო კონტადორი იძულებულნი აღმოჩდნენ გრეგარების გარეშე პირადად ჩადგომოდნენ სათავეში დევნას. კონტადორისთვის ნუგეში ის იყო, რომ ჩამორჩენილებს შორის აღმოჩნდა ამ ტურზე მისი მთავარი კონკურენტი - ანდი შლეკი. სამაგიეროდ, ამერიკულმა გუნდებმა - "ბიემსიმ" და "რადიოშეკმა" დაწინაურებულთა ჯგუფში შეინარჩუნეს საკუთარი ლიდერები, შემდეგ კიდევ უფრო გაზარდეს ტემპი.
30 კაცამდე შემცირებულ ლიდერთა ჯგუფში პირველი შეტევები ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე დაიწყო. ჯერ ალექსანდრ კოლობნევმა შეუტია, შემდეგ მისმა სეხნია ალექსანდრ ვინოკუროვმა, თუმცა ორი თანაგუნდელის გარემოცვაში მყოფმა ჟილბერმა ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დატოვა, ბოლოს კი მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ფაბიან კანჩელარასთან ერთად შტურმი დაიწყო და მისი შემჩერებელი არავინ ჩანდა. ფაბიანმა ამ მთას ბოლომდე ვერ გაუძლო, ჟილბერმა კი წლევანდელ ტურზე საკუთარი გამარჯვებების ანგარიში გახსნა.
პირველი ეტაპის მეორე გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი კეიდელ ევანსი, რომელიც მეორე მივიდა ფინიშთან და საერთო ჩათვლაში თავის კონკურენტებთან წუთზე მეტი ფორა მიიღო. მსოფლიოს ჩემპიონი ტორ ჰუშოვდი მესამე იყო.
I ეტაპი. 191 კმ
1. ფილიპ ჟილბერი (ბელ, OLO) - 4.41,31; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,03; 3. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - +0,06; 4. ხოსე როხას ხილი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 5. იურგენ ვან დენ ბრუკი (ბელ, OLO) - იგივე დრო; 6. ჯენარტ ტომასი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო; 7. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო... 10. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო... 12. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 15. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო... 32. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +1,20... 35. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 39. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 45. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო... 53. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო... 63. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 74. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +1,55...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"