პროგნოზების მიხედვით პირველობა ამერიკულ "რედიოშეკს" უნდა მოეპოვებინა, მაგრამ იოჰან ბრუნელის გუნდმა, სავარაუდოდ, მოკლე დისტანციის გამო ვერ მოასწრო ტემპის აკრეფა, მეექვსე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულთან ათი წამი წააგო.
გამარჯვებული
სერიოზულ ჩავარდნას გადაურჩა "საქსო-ბანკი" და მისი ლიდერი ალბერტო კონტადორი. "გარმინთან" მათმა ჩამორჩენამ 28 წამი შეადგინა, თუმცა ტურის მოქმედი ჩემპიონი კონტადორი უკვე წუთსა და 42 წამს აგებს ჰუშოვდთან და წუთსა და 38 წამს მთავარ კონკურენტ ანდი შლეკთან, ასე რომ, ესპანელს მომავალ ეტაპებზე ძალიან გაუჭირდება ამ ჩამორჩენის გაბათილება.
რაც შეეხება შლეკის გუნდს "ლეოპარდ-ტრეკს", აქ ნაცნობი პრობლემა ვიხილეთ: ფაბიან კანჩელარამ თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა თანაგუნდელებს, მაგრამ ცნობილია, რომ ძმები შლეკები ინდივიდუალურ რბოლებში მოიკოჭლებენ, ამიტომაც კანჩელარას ტემპის დაგდება მოუწია.
II ეტაპი. 191 კმ
1. Garmin-Cervelo - 24,48; 2. BMC Racing Team - +0,04; 3. Team Sky - +0,04; 4. Leopard-Trek - +0,05; 5. HTC-Highroad - +0,05; 6. RadioShack - +0,10...
საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 5.06,25; 2. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - იგივე დრო; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 4. ჯერენტ ტომასი (ბრიტ, SKY) - +0,04; 5. ლინუს გერდემანი (გერ, LEO) - იგივე დრო; 6. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 10. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 12. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 14. ტონი მარტინი (გერ, THR) - 0,05... 20. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - 0,10... 22. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო... 47. ივან ბასო (იტა, LIQ) - +0,57... 52. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,04... 75. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 92. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,21... 104. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"