მიმდინარე ტურ დე ფრანსზე სუფთა სპრინტერული ეტაპები არც ისე ბევრია და მარკ კევენდიშსა და სხვა სპრინტერებს თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად აქვთ. ასე იყო ამჯერადაც. ეს ეტაპიც უფრო უნივერსალებს აწყობდათ ან ისეთი ტიპის ველომრბოლებს, როგორიცაა ტორ ჰუშოვდი ან მეტიუ ჰოსი.
ამინდის მხრივ ველომრბოლებს არ გაუმართლათ - ყველაზე გრძელ ეტაპზე მთელი დისტანციის განმავლობაში წვიმდა...
გაქცევა ამჯერადაც ხუთმა ველომრბოლმა განახორციელა: ორმა ჰოლანდიელმა - ჯონი
ორი ველომრბოლი - რუა და ჰოოგერლანდი დისტანციის მსვლელობისას სამთო ბონუსების შეგროვებით იყვნენ დაკავებული - ისინი "მთის მეფის" მაისურისთვის იბრძვიან. ამ მხრივ ჰოლანდიელს გაუმართლა და ამოცანის შესრულების შემდეგ ის და რუა პელოტონს დაუბრუნდნენ. ლეონარდო დიუკემ კი უბრალოდ ტემპს ვერ გაუძლო.
მალორი და ვესტრა მარტონი დარჩნენ, თუმცა მათი ურთიერთობის გარკვევაც დიდი ხანი არ გაგრძელებულა. მალორიმ შესანიშნავად შეუტია და მარტო წავიდა ფინიშისკენ - იქამდე სამი კილომეტრი რჩებოდა. მაგრამ იტალიელს ძალები არ ეყო ბოლო აღმართის დასაძლევად.
ამ მთაზე აღსანიშნავია ტომას ფეკლერის შეტევა, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია. იდეალურად იმუშავა Team Sky-მ და შეტევისთვის ძალიან კარგი პოზიცია მიიღო ედვალდ ბოასონ ჰაგენმა. ნორვეგიელმა ზედ ფინიშის ხაზთან გაუსწრო ავსტრალიელ მეტიუ ჰოსსა და თავის თანამემამულე ტორ ჰუშოვდს. მოკლედ, ტურ დე ფრანსზე ჯერჯერობით ნამდვილი ნორვეგიული ფესტივალია.
აღსანიშნავია, რომ Team Sky-თვისა და ბოასონ ჰაგენისთვის ეს პირველი გამარჯვებაა ტურ დე ფრანსის ეტაპზე.
VI ეტაპი. 226 კმ
1. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - 5.13,37; 2. მეტიუ ჰოსი (ავსტრა, THR) - იგივე დრო; 3. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო; 4. რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო; 5. ხოსე ხოაკინ როხასი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 6. არტურ ვიშო (საფ, FDJ) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 22.50,34; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,04; 4. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - +0,08; 5. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +0,10; 6. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 10. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +0,12; 11. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,13... 15. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, AST) - +0,32; 20. ივან ბასო (იტა, LIQ) - +1,03... 24. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,12; 31. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +1,23... 34. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 47. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,29; 48. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"