თავდაპირველად იყო გაქცევის რამდენიმე უშედეგო მცდელობა, რასაც მასიური წაქცევა მოჰყვა, რომელშიც დაზარალდნენ დევიდ მილარი, რობერტ გესინკი და თვით ალბერტო კონტადორიც, თუმცა ისინი უპრობლემოდ დაეწივნენ პელოტონს.
შემდეგ იყო ტომას ვიოკლერის უფრო მომზადებული და წარმატებული შეტევა. აქტიურმა ფრანგმა პირველმა დაძლია მესამე კატეგორიის მთა. მოგვიანებით გაქცეულებს კიდევ
ამ მთიდან დაშვება ნამდვილ კოშმარად იქცა. საათში 80 კილომეტრ სიჩქარეზე კოლოსალური ზედახორა წარმოიქმნა. ყველაზე მძიმედ ალექსანდრ ვინოკუროვი დაეცა და საერთოდ მიატოვა კარიერაში თავისი ბოლო ტური. უფრო ადრე "ასტანამ" თითქმის დაკარგა თავისი კიდევ ერთი ლიდერი რომან კროიციგერი.
ბელგიელმა იურგენ ვან დენ ბრუკმა მძიმედ დაარტყა თავი ასფალტზე და ტრასის მიღმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. უფრო გაუმართლა ანდრეას კლიოდენს, რომელმაც დაცემის შემდეგ შეძლო რბოლის გაგრძელება. მომხდარის შემდეგ ავტორიტეტული მრბოლელები ფილიპ ჟილბერი, ფაბიან კანჩელარა და ტორ ჰუშოვდი პელოტონის თავში გადავიდნენ და კოლეგებს ტემპის დაგდება სთხოვეს. ამით მოგებული გაქცეულები დარჩნენ და მალე მათმა უპირატესობამ შვიდ წუთს მიაღწია.
მორიგ სამთო ფინიშებზე ჰოლანდიელმა ჰოგერლანდმა ორჯერ აუღო რევანში ვიოკლერს. თანდათან სხვაობა ლიდერებსა და პელოტონს შორის სტაბილური გახდა და მცირე ტემპით იწყო კლება. ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე სხვაობა ხუთ წუთს უდრიდა, რაც გაქცეულებს გამარჯვების კარგ შანსს უტოვებდა.
ცოტა ხანში კიდევ ერთი საშინელი ეპიზოდი მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობას ორგანიზატორები ვერ გაექცევიან. თუ მარშრუტის რთულ მონაკვეთებზე წაქცევები და ტრავმები შეიძლება მრბოლელთა შეცდომებს დავაბრალოთ, ამ ეტაპზე მომხდარი ყოველგვარ საღ აზრზს სცილდება. სატელევიზიო მანქანა მთელი სისწრაფით შევარდა ლიდერთა ჯგუფში და ხუთიდან ორი მრბოლელი - ფლეჩა და ჰოგერლანდი მძიმე ტრავმებით ტრასის მიღმა აღმოჩდნენ.
ამ ველომრბოლებს ეყოთ გამძლეობა და სითამამე რბოლის გასაგრძელებლად. რაც შეეხება დარჩენილ კილომეტრებს, აქტიურობა მხოლოდ ლიდერთა ჯგუფში იყო. მთელი დისტანციის განმავლობაში აქტიურმა ვიოკლერმა წააგო ფინიში ლუის ლეონ სანჩესთან, სამაგიეროდ, ფრანგმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა საერთო ჩათვლაში. სანჩესი კი გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადავიდა და შეიძლება "რაბობანკის" ლიდერიც გახდეს - თუ გაირკვევა რომ გესინკი ტრავმის გამო ვერ შეძლებს მომავალ სამთო ეტაპებზე აქტიურობას.
რბოლის შემდეგ ტურის მონაწილეები საავადმყოფოდან ცნობებს ელოდნენ. გაირკვა, რომ ვან დენ ბრუკს ხელი აქვს მოტეხილი, ვინოკუროვს - ბარძაყი და იდაყვი.
IX ეტაპი. 208 კმ
1. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - 5.27,09; 2. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +0,05; 3. სანდი კასარი (საფ, FDJ) - +0,13; 4. ფილიპ ჟილბერი (ბელ, OLO) - +3,59; 5. პეტერ ველიტსი (სლოვაკ, THR) - იგივე დრო; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო; 7. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 8. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო; 9. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 10. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო... 12. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 14. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 18. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +4,07... 23. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო; 24. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 38.35,11; 2. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,26; 4. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,29; 5. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,37; 6. ტონი მარტინი (გერ, THR) - +2,38... 8. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +2,43... 11. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,36; 12. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,37... 16. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,07... 20. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +5,01... 36. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +7,16...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"