თუმცა გამარჯვების გარკვეული შანსი გაქცეულებსაც ექნებოდათ. პირველი პელოტონს ფრანგი რემი დე გრეგორიო დაშორდა. მას გვერდში ამოუდგნენ თანამემამულეები ჟულიენ ელ-ფრაესი, ანტონი დე ლაპლასი, არტურ ვიშო, სებასტიან მინარი და იტალიელი მარკო მარკატო. დისტანციის შუაში მათი
ყველაზე რთულ მთას ვერ გაუძლო ეტაპზე გამარჯვების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ტაილერ ფარარმა. "გარმინის" მთავარმა სპრინტერმა პარტნიორების დახმარებითაც ვერ შეინარჩუნა პელოტონში ადგილი. ამ მთაზე ასვლა გაუჭირდათ გაქცეულებსაც: უკვე ფინიშამდე 50 კილომეტრით ადრე მათი ჰანდიკაპისგან მხოლოდ წუთნახევარი დარჩა.
ბოლო აღმართი კი ლიდერებისთვის საერთოდ დამღუპველი აღმოჩნდა. თავდაპირველად ეს ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, შემდეგ კი ის პელოტონმა "გალაყლაპა". პარალელურად გაიმართა სამთო ქულებისთვის ბრძოლა და აქ ყველას აჯობა ლიდერის ყვითელი მაისურის მფლობელმა ტომას ვიოკლერმა. მის გვერდით აღმოჩნდა სპრინტერული კლასიფიკაციის ლიდერი ფილიპ ჟილბერი და კიდევ სამი მრბოლელი. ერთ-ერთი, ტონი მარტინი არა გამარჯვებისთვის, არამედ თავისი გუნდის ("ჰაიროუდი") ლიდერის მარკ კევენდიშის ინტერესებისთვის იბრძოდნენ.
შვიდი კილომეტრით ადრე ჟილბერმა მარტო სცადა რბოლის გაგრძელება, მაგრამ ბოლო აღმართზე ძალა არ ეყო. ამის შემდეგ რამდენიმე მრბოლელმა სცადა გაქცევა, თუმცა 10 მეტრზე შორს ვერ დაცილდა პელოტონს.
ყველაფერი მზად იყო სპრინტერული ფინიშისთვის. მარკ კევენდიში ჯერ კიდევ ბოლო მოსახვევამდე დამხმარეების გარეშე დარჩა და "ლიკვიგასის" წევრ დანიელ ოსს ჩაუდგა კვალში. ბრიტანელის უკან ანდრე გრაიპელი იყო, რომელმაც წამში მოახდინა რეაგირება კევენდიშის შეტევაზე და ბოლო მეტრებზე უკან ჩამოიტოვა ეტაპის მთავარი ფავორიტი. რამდენიმე წელი ეს გერმანელი ველომრბოლი ველოსაჯინიბო "კოლამბიას" შემადგენლობაში კევენდიშის ჩრდილში იყო მოქცეული და დუბლიორის როლით კმაყოფილდებოდა. უკეთესი ბედის საძებრად ის "ლოტოში" გადავიდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე რევანში აუღო კევენდიშს.
X ეტაპი. 208 კმ
1. ანდრე გრაიპელი (გერ, OLO) - 3.31,21; 2. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - იგივე დრო; 3. ხოსე ხოაკინ როხასი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 4. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო; 5 . რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო; 6. დანიელ ოსი (იტა, LIQ) - იგივე დრო... 24. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 27. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 31. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 33. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო; 34. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო; 35. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 36. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - იგივე დრო... 38. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 62. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო... 64. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო... 70. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 42.06,32; 2. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,26; 4. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,29; 5. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,37; 6. ტონი მარტინი (გერ, THR) - +2,38... 8. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +2,43... 11. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,36; 12. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,37... 16. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,07... 20. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +5,01... 36. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +7,16...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"