ეტაპის პირველი მესამედი სწორი მონაკვეთი იყო და აქ გაქცევის რამდენიმე მცდელობა ვიხილეთ. ერთ-ერთი 14 მრბოლელის მონაწილეობით წარმატებით დასრულდა. ზედიზედ მეორედ დაწინაურებულებს შორის ვიხილეთ ნორვეგიელი ედვალდ ბოასონ ჰაგენი, ორი ყაზახი - დმიტრი მურავიოვი
მეორე მთის წინ პელოტონიდან შეტევა წამოიწყეს ჯონი ჰოგერლანდმა, ნიკოლ როშმა და კევინ დე ვერტმა. ეს ტრიო პელოტონს სამი წუთით დაშორდა, მაგრამ ლიდერებამდე ჯერ შორი იყო. შავანელი კი აგრძელებდა სამთო ქულების შეგროვებას, თუმცა სესტრიერზე შტურმის წინ დაწინაურდა ბასკი რუბენ პერესი და მან ფრანგს ქულების გარკვეული რაოდენობა წაართვა. დაშვებისას პერესი შესანიშნავ სტილში მოქმედებდა და თავისი უპირატესობა წუთნახევრამდე გაზარდა. მაგრამ ბოლოს ბასკი დაიღალა და მას იოლად აუარეს გვერდი შავანელმა და ჰაგენმა, ბოლოს კი მთის მეორე ნახევარზე ნორვეგიელი ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
რაც შეეხება პელოტონს, მას სათავეში ედგა ივან ბასოს ერთგული გრეგარი სილვესტრ შმიდი. ეტაპის რელიეფი სერიოზული შეტევის საშუალებას არ იძლეოდა. რამდენჯერმე ალბერტო კონტადორმა იაქტიურა და ოდნავ დაშალა ძირითადი ჯგუფი, დაშვებისას კი სამუელ სანჩესს შეუწყვილდა. ესპანელები ძალიან რისკიანად მოქმედებდნენ და მათ მხარი ბევრმა ვერ აუბა. უფრო მეტიც, ზოგიერთისთვის ეს დაღმართი კინაღამ სავალალო აღმოჩნდა. სწორედ აქ დაკარგა პელოტონთან კონტრაქტი ყვითელი მაისურის მფლობელმა ტომას ვიოკლერმა.
ფინიშზე ჰაგენმა ახლოსაც არ მიუშვა მეტოქეები და გააკეთა ის, რაც წინა ეტაპზე ვერ შეძლო - მოიგო ამ ტურზე მეორე ეტაპი, რითაც თანამემამულე ტორ ჰუშოვდის შედეგი გაიმეორა. წელს ტურ დე ფრანსზე ორი ნორვეგიელი გამოდის და ერთად მათ ანგარიშზე ოთხი გამარჯვებაა.
კონტადორისა და სანჩესის დუეტს ძმები შლეკები და კომპანია ბოლო კილომეტრზე დაეწივნენ, ამიტომაც გენერალურ კლასიფიკაციაში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. მხოლოდ ვიოკლერი და ბასო აღმოჩდნენ წაგებულები. ისე კი კონტადორმა კვლავ დაადასტურა ფორმაში შესვლა და უახლოეს ორ ურთულეს ეტაპზე მისგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.
XVII ეტაპი
1. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - 4.18,00; 2. ბაუკე მოლემა (ჰოლ, RAB) - +0,40; 3. სანდი კასარი (საფ, FDJ) - +0,50; 4. ჟულიენ ელ ფარესი (საფ, COF) - იგივე დრო; 5. სილვენ შავანელი (საფ, QST) - იგივე დრო; 6. დმიტრი ფოფონოვი (ყაზ, AST) - +1,10... 17. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +4,26; 18. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო; 19. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო; 20. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 22. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 24. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 28. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +4,53... 31. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 73.23,49; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +1,18; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,22; 4. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,36; 5. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,59; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,15; 7. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,34; 8. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,49...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"