ტური უდაბნოში

AutoSharing Option
უცნაური სურვილი გაუჩნდათ კატარში - ადგილობრივ ორგანიზატორებს სურთ 2016 წელს ტურ დე ფრანსის სასტარტო ეტაპს უმასპინძლონ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ზაფხულის შუაში აუტანელი სიცხე პრობლემებს არ შეუქმნის ველომრბოლებს.

თუ ტურის ორგანიზატორები კატარის წინადადებას დათანხმდებიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა ფრანგული ველომარათონის ისტორიაში, როცა ტური ევროპის ფარგლებს დატოვებს.

როგორც ირკვევა, ეს იდეა ქვეყნის უმაღლეს პირს - კატარის ემირს ეკუთვნის. ეს შემთხვევით არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ 2011 წლის ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი ავიაგადამყვანი გახლდათ ავიაკომპანია Qatar Airways, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.

ცნობილია, რომ
მომდევნო წელს ტური სტარტს ბელგიის ქალაქ ლიეჟიდან აიღებს, 2013 წელს ფრანგულ კუნძულ კორსიკადან, 2015 წელს კი ფლორენცია გახდება პირველი იტალიური ქალაქი ტურის ისტორიაში, რომელშიც ველომარათონის სტარტი შედგება. ასევე გამოთქვეს ტურის მასპინძლობის სურვილი ბარსელონამ, ედინბურგმა, ინგლისის რამდენიმე ქალაქმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ და ავსტრიამ.

დღემდე ტური ევროპის ფარგლებს გარეთ არ გასულა. იმ შემთხვევაში, თუ ველომარათონმა სტარტი კატარში აიღო, საკმარისად ბევრი დრო იქნება საჭირო სატრასპრორტო და ლოჯიტისკური პრობლემების მოსაგვარებლად. გაცილებით მეტი პრობლემა შეიძლება შექმნას ამინდმა, რადგან არაბეთის ნახევარკუნძულზე შუა ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული