ეს მოკლე დისტანცია მარტივი სულაც არ ყოფილა. მაგალითად, პირველი ოთხი კილომეტრი მონაწილეებს მთებში რბოლა მოუწიათ, ასე რომ, მათ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცალათ.
ლუქსემბურგულმა Leopard-Trek-მა ერთ-ერთმა პირველმა აიღო სტარტი. "ვუელტაზე" ამ გუნდის ლიდერები იქნებიან დანიელი იაკობ ფუგსლანგი, შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა და იტალიელი დანიელე ბენატი. სწორედ მათი კარგი მუშაობით გუნდმა აჩვენა დრო, რომელიც შემდეგ ვერც ერთმა
ეტაპი ჩააგდო ორმა ძლიერმა გუნდმა. ამერიკული "რედიოშეკი" იმის გამო დაზარალდა, რომ მისი ერთ-ერთი ლიდერის იანეც ბრაიკოვიჩის ველოსიპედი გამოვიდა მწყობრიდან და ბევრი დრო დაიკარგა. რაც შეეხება ბრიტანულ "თიმ სქაის", რომელსაც ბრედლი უიგინსი უდგას სათავეში, ერთ მომენტში მან მეხუთე მრბოლელი დაკარგა და ამან ფავორიტი ველოსაჯინიბო ძალიან დააზარალა.
* * *
მოკლედ, ესპანური ველომარათონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ჩვენ კი გადავწყვიტეთ გაგაცნოთ წლევანდელი "ვუელტას" მთავარი ფავორიტები. იმის გამო, რომ რბოლა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო და ის ვადებში მაქსიმალურად იყო მიახლოებული ტურ დე ფრანსთან, აქ ვერ ვიხილავთ ფრანგული მარათონის გმირებს - კეიდელ ევანსს, ძმებ შლეკებს, ალბერტო კონტადორსა და სხვებს. სამაგიეროდ, აქ არიან ჯირო დ'იტალიას ლიდერები და ტურზე ხელმოცარულები.
პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან "ვუელტას" მოქმედი ჩემპიონი ვინჩენცო ნიბალი, ჯიროს ვიცე-ჩემპიონი მიკელე სკარპონი და, რა თქმა უნდა, ამ ველომარათონის მთავარი ფავორიტი იგორ ანტონი. შარშან, ეს ნიჭიერი ბასკი იქამდე ატარებდა ლიდერის წითელ მაისურას, სანამ ერთ-ერთ თანაგუნდელს არ დაეჯახა და დაცემისას ლავიწის ძვალი არ გაიტეხა.
რაც შეეხება ტურ დე ფრანსზე დაზარალებულ ველომრბოლებს, ამ სიას ხსნის ბრიტანელი ბრედლი უიგინსი. საფრანგეთში მის ამბიციებს ხაზი გადაუსვა ერთ-ერთ ეტაპზე დაცემამ და ახლა ის რეაბილიტაციას "ვუელტაზე" აპირებს, თუმცა მისი ნაკლი ის არის, რომ ესპანურ ტრასებს ცუდად იცნობს.
ტურის ყველაზე უიღბლო გუნდი იყო ამერიკული "რედიოშეკი", რომელმაც საფრანგეთის გზებზე ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ლიდერი დაკარგა. ამ ოთხიდან ორი "ვუელტაზე" აპირებს რევანშის აღებას. თუმცა პირველ ეტაპზე ისევ მოხვდა გაუგებრობაში ბრაიკოვიჩი, ამიტომაც გერმანელი ვეტერანის ანდრეას კლიონედის შანსებს უფრო მაღლა აყენებენ.
ასევე მოიხსენიებენ ფავორიტებს შორის რუსული "კატიუშას" ლიდერს, ესპანელ ხოაკინ როდრიგესს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დუბლი შეასრულა "ვუელტა ბურგოსზე" და ამით კარგი მზადყოფნა დაამტკიცა. ფავორიტთა სიას კი ასრულებს გუნდ Geox-ის ორი წევრი - ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი კარლოს სასტრე და დენის მენშოვი. ეს დუეტი ყველაზე დასვენებული შეხვდა წლევანდელ "ვუელტას", რადგან Geox-ს ტურზე გამოსვლა აკრძალული ჰქონდა.
I ეტაპი
ბენიდორმი. 13.5 კმ
1. Leopard-Trek; 2. Liquigas - +0:05; 3. HTC-Highroad - +0:10; 4. ასტანა - +0:10; 5. Movistar - +0:15; 6. Quick Step - +0:15; 7. Omega Pharma-Lotto - +0:18; 8. Skil-Shimano - +0:18; 9. Garnin-Cervelo - +0:25; 10. კატიუშა - +0:26; 11. Euskaltel-Euskadi - +0:28; 12. BMC Racing Team - +0:28; 13. SaxoBank - +0:28; 14. RadioShack - +0:29; 15. Rabobank - +0:30; 16. Lampre-ISD - +0:32; 17. Cofidis - +0:33; 18. Vacansoleil - +0:39; 19. Ag2r - +0:42; 20. Team Sky - +0:42; 21. Geox - +0:44; 22. Andalucia-Caja Granada - +1:03.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"