ვინო კიდევ ერთი წლით დაძველდება

AutoSharing Option
ვეტერანმა ველომრბოლმა ალექსანდრ ვინოკუროვმა "ასტანასთან" ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება დადო.

36 წლის ყაზახს 2010 წლის სეზონის შემდეგ სპორტული კარიერის დასრულება თითქოსდა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით წლევანდელ "ტურ დე ფრანსზე" "ასტანას" მაშინდელმა ლიდერმა ალბერტო კონტადორმა მორიგი ტრიუმფი იზეიმა, "ვინომ" საკუთარი ძალების ირწმუნა და "ველოსიპედის კედელზე ჩამოკიდებაც" ერთი წლით გადადო.

აქვე შეგახსენებთ, რომ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალისა და შესაბამისი ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ალექსანდრ ვინოკუროვი დიდ ველორბოლებს ზუსტად ერთი წლის წინ ხსენებულ "ასტანაში" დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული