ეტაპის დასკვნით ნაწილში ოთხმა ველომრბოლმა მოახერხა გაქცევა: საფრანგეთის ჩემპიონმა "ქუიქ სტეპიდან" სილვენ შავანელმა, ესპანელმა პაბლო ლასტრასმა "მუვისტარიდან", მისმა თანამემამულემ მიკელ ირისარმა "რედიოშეკიდან" და უკრაინელმა რუსლან პიდგორნიმ "ვაკანსოლეიდან". პელოტონმა ზედმეტად იზარმაცა. მართალია, მოგვიანებით "ლეოპარდის" მრბოლელებმა სცადეს ლიდერის მაისურის შენარჩუნება, მაგრამ ფინიშამდე სადღაც 25
მეორე მთის აღმართზე შეტევაზე წავიდა პაბლო ლასტრასი და ამით ყველა კონკურენტი ჩამოიცილა. მართალია, ბოლო კილომეტრზე მას დაახლოებით 10 წამის მანძილზე მიუახლოვდნენ დანარჩენი გაქცეულები, მაგრამ ამ ტრიოს მოქმედებაში ერთიანობა არ იგრძნობოდა, რითაც ლასტრასმა არა მარტო ეტაპზე გამარჯვება, არამედ ლიდერის წითელი მაისურაც მოიპოვა.
ფავორიტების უმრავლესობამ ძირითად ჯგუფში დაასრულა დისტანცია, მაგრამ რამდენიმე ძლიერმა ველომრბოლმა ტემპს ვერ გაუძლო და ჩამორჩა. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ "ვუელტას" ორგზის გამარჯვებული, რუსი დენის მენშოვი და ყაზახი ანდრეი კაშეჩკინი, რომლებმაც ვინჩენცო ნიბალისთან და კომპანიასთან წუთზე მეტი წააგეს.
III ეტაპი
1. პაბლო ლასტრასი (ესპანეთი, Movistar) - 3:58.00; 2. სილვენ შავანელი (საფრანგეთი, Quick Step) - +0.15; 3. მიკელ ირისარი (ესპანეთი, RadioShack) - იგივე დრო; 4. რუსლან პიდგორნი (უკრაინა, Vacansoleil) - იგივე დრო; 5. ნიკოლას როში (ირლანდია, Ag2r La Mondiale) - +1.43; 6. მატი ბრეშელი (დანია, Rabobank) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. პაბლო ლასტრასი (ესპანეთი, Movistar) - 8:25.59; 2. სილვენ შავანელი (საფრანგეთი, Quick Step) - +0.20; 3. მიკელ ირისარი (ესპანეთი, RadioShack) - +1.08; 4. რუსლან პიდგორნი (უკრაინა, Vacansoleil) - +1.24; 5. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +1:55; 6. მაქსიმ მონფორი (ბელგია, Leopard-Trek) - იგივე დრო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"