პრინციპში მეხუთე ეტაპზე გენერალურ კლასიფიკაციაში სერიოზული ცვლილებები არ იყო მოსალოდნელი, რადგან დისტაციაზე ველომრბოლებს სერიოზული მთა არ ელოდათ. თუმცა ფინიშზე იყო ერთი მეტ-ნაკლებად რთული ამაღლება, სადაც შარშან ესპანელმა იგორ ანტონმა გაიმარჯვა, თუმცა დღეს "ეუსკატელ-ეუსკადის" კაპიტანი მთავარ ფოვორიტებთან
როგორც ყოველთვის, მაყურებელმა გაქცევა იხილა, თანაც საკმაოდ ფუნდამენტალური და მრავალრიცხოვანი. თუმცა ამ ჯგუფიდან, საბოლოოდ, სამი "გადარჩა" და სწორედ ამ ტრიომ შემოგვთავაზა რიგით მეორე გაქცევა. ეტაპის მოგებას ცდილობდნენ: შვეიცარიელი მიხაელ ალბაზინი "ჰაიროუდიდან", გერმანელი იოჰანეს ფრელინგერი "სკილიდან" და ესპანელი ანხელ მანდრაზო "მუვისტარიდან". თუმცა მალე გაირკვა, რომ ამ გაქცევიდანაც არაფერი გამოვიდა და წინ წასულებს პელოტონი ძალიან მალე დაეწია.
ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, მეორე კატეგორიის სირთულის მთაზე რამდენიმე შეტევა ვიხილეთ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას წინ წავიდა ფრანგი დავიდ მონკუტიე - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ვუელტას თანამედროვე ისტორიაში. მაგრამ ძირითადმა ჯგუფმა ისიც დააკავა.
ამასობაში, წინა ეტაპის გამარჯვებულმა დანი მორენომ შესანიშნავი დახმარება გაუწია ჯოაკინ როდრიგესს. ესპანელთან კონკურენცია სცადა ჰოლანდიელმა ვოუტერ პოელსმა, მაგრამ მას არანაირი შანსი არ ჰქონდა მასპინძლის წინააღმდეგ.
საბოლოოდ, ფავორიტთაგან როდრიგესთან ბევრი არავის წაუგია, გარდა იგორ ანტონისა. ლიდერის მაისური კი, როგორც გითხარით სილვენ შავანელმა შეინარჩუნა - მას ცხრაწამიანი უპირატესობა აქვს მორენოზე.
V ეტაპი
1. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - 4:42.52; 2. ვიუტერ პოელსი (ჰოლანდია, Vacansoleil) - +0.04; 3. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.05; 4. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobak) - +0.07; 5. მიკელე სკარპონი (იტა, Lampre-ISD) - იგივე დრო; 6. აიმარ სუბელდია (ესპ, RadioShack) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. სილვენ შავანელი (საფრანგეთი, Quick Step) - 18:02.34; 2. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.09; 3. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.23; 4. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +0.25; 5. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +0.33; 6. ფრედრიკ კესიაკოფი (შვედ, "ასტანა") - +0.35...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"