კენიელი ბრიტანელის ტრიუმფი

AutoSharing Option
კენიაში დაბადებულმა ბრიტანელმა ველომრბოლმა კრის ფრუმმა ესპანელ ხუან ხოსე კობოსთან დაძაბულ ბრძოლაში პირველი გამარჯვება მოიპოვა გრანდ-ტურის ეტაპებზე, თუმცა ესპანელმა შეინარჩუნა ლიდერის წითელი მაისურა.

უკვე პირველივე კილომეტრებზე სოლიდური ჯგუფი (15 ველომრბოლი) გაექცა პელოტონს. მათ შორის რამდენიმე ძლიერი ველომრბოლი იყო, მაგალითად, საერთო ჩათვლის ყოფილი ლიდერი სილვენ შავანელი. თუმცა ამ ჯგუფმა წუთნახევარზე შორს წასვლა ვერ მოახერხა და ბოლოს, პელოტონი საბოლოოდ დაეწია გაქცეულებს.

მეორე კატეგორიის მთის მწვერვალთან ლიდერთა ახალი ჯგუფი შეიქმნა. შავანელისთვის მეორე ცდა წარმატებული გამოდგა და პელოტონთან უპირატესობ
ამ უკვე სამი წუთი შეადგინა. თუმცა ამ მთამ დაწინაურებულებს ბევრი ენერგია წაართვა და თანდათან სხვაობა შემცირდა, ბოლოს კი საერთოდ გაქრა.

ფინიშამდე 20 კილომეტრით ადრე კი აქტიურობა დაიწყეს საერთო ჩათვლის ლიდერთა გუნდებმა. ამ მხრივ გამორჩეული იყო "ჯეოქსი", რომლის ველომრბოლები გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის - კობოს პოზიციების დაცვას ცდილობდა.

სწორედ ამ გუნდის წევრი დენის მენშოვი გააქტიურდა და სხვა ფავორიტებიც აყვნენ მას, თუმცა ბევრმა ტემპს ვერ გაუძლო. მაგალითად, ესპანელმა ხოაკინ როდრიგესმა და იტალიელმა ვინჩენცო ნიბალიმ.

ამასობაში, სენსაციურმა კრის ფრუმმა ისეთი ტემპი აკრიფა, რომ მის შეტევას მხოლოდ ხუან ხოსე კობო გამოეხმაურმა. თუმცა ფრუმის მიერ ლენს არმსტრონგის სტილში განხორციელებულ გაქცევას კობოც კი ვერაფერს უხერხებდა. და მაინც, ესპანელს ზედ ფინიშის წინ მეორე სუნთქვა გაეხსნა და კონტრშეტევა განახორციელა. მართალია, ეტაპი ვერ მოიგო, მაგრამ "ვუელტაზე" ლიდერობა შეინარჩუნა.

წლევანდელი ველომარათონი მართლაც უცნაურად ვითარდება. ვინ წარმოიდგენდა, რომ ფავორიტები ასე ჩავარდებოდნენ ვუელტაზე და პირველ როლებზე გუნდების მეორე და მესამე ნომრები აღმოჩნდებოდნენ. უკვე ცხადია, რომ სწორედ ისინი გაითამაშებენ ესპანური რბოლის მთავარ პრიზს.

XVII ეტაპი

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - 4:52.38; 2. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - +0.01; 3. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +0.21; 4. დანიელ მარტინი (ჰოლანდია, Garmin) - +0.24; 5. იგორ ანტონი (ესპანეთი, Euskaltel-Suakdi) - +0.27; 6. მიკელ ნიევე (ესპანეთი, Euskaltel-Euskad) - იგივე დრო; 7. მარციო ბრუზეგინი (ესპანეთი, Movistar) - +0.29; 8. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელგია, Omega Pharma-Lotto) - +0:31; 9. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - იგივე დრო; 10. ბენუა ინჩაუსტი (ესპანეთი, Movistar) - +0.35...

საერთო ჩათვლა

1. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - 69:31.41; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.13; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +1.31; 4. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +2.05; 5. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - +3.48; 6. მაქსიმ მონფორი (ბელგია - Leopard-Trek) - +4.13; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +4.31; 8. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელგია, Omega Pharma-Lotto) - +4.45; 9. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +5.20; 10. მიკელ ნიევე (ესპანეთი, Euskaltel-Euskad) - +5.33...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული