ვინაიდან ჩვენში ველოსიპედისტთა რაოდენობა ერთობ მცირეა, კურიოზამდე მივიდა საქმე. მაგალითად: დიდებში, 1 კილომეტრზე ჰიტში გაიმარჯვა გიორგი ნადირაძემ, მაგრამ ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერ დამარცხდებოდა, რადგან ის მარტო გავიდა სტარტზე და ბუნებრივია ფინიშთანაც პირველი მივიდოდა - 1.15,50. ეს სპორტსმენი 4 კილომეტრიან დისტანციაზეც მარტო ასპარეზობდა და თავისთასად აქაც გაიმარჯვა - 5:18:82.
თუ რატომ გვყავს ასე ცოტა ველოსიპედისტი ეს ცალკე და დიდი საუბრის თემაა,მოგვიანებით იქნებ ამაზე სასაუბროდაც მოვიცალოთ.
ერთი სასიხარულო ამბავი მაინც მოხდა ამ ტურნირზე. ხუთთვიანი ინტერვალის შემდეგ
მოვიდა და გაიმარჯვა! სრულებით უვარჯიშებელმა 200-მეტრიანი დისტანცია და მეორე დღეს სპრინტიც მოიგო. ამ დისციპლინაში კი ნამდვილად პროგრესი მოხდა. სტარტზე ორი სპორტსმენი გამოვიდა - ასკურავა და ნადირაძე. გამაჯვებულის შედეგია 11.62, ნადირაძისა - 12,81. რასაკვირველია, სპრინტშიც ეს ორი სპორტსმენი ექიშპებოდა ერთმანეთს და აქაც ასკურავამ აჯობა მეტოქეს.
დაბრუნების მიზეზი კი ერთობ პროზაულია. ამით დავით ასკურავამ პატივი სცა ტრაგიკულად დაღუპული მისი მწვრთნელის- ალბერტ თავაძის ხსოვნას. ასკურავას და მის უკვე ერთადერთ მწვრთნელს როდიკო მეიშვილს ახლა გადაწყვეტილი აქვთ, 2012 წლის 17-19 თებერვალს ლონდონში გასამართი მსოფლიოს თასის მეოთხე ეტაპისთვის მოემზადონ, რადგან საწყისი სამი ეტაპისთვის დაკარგულის დაბრუნებას ვერ მოასწრებენ.
სხვათა შორის, თავაძის კიდევ ერთმა შეგირდმა, გიორგი პეტრინმა უმცროს ასაკობრივ ჯგუფში თავი გამოიჩინა - მან ორი დისციპლინა მოიგო, ერთში კი მეორე ადგილზე გავიდა. პეტრინი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება.
ჭაბუკებში საუკეთესო იყო 150-ე საჯარო სკოლის XII კლასელი ირაკლი ბაბლიძე, რომელმაც ოთხივე დისციპლინა მოიგო და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. იგი თამაზ კიკნაძის მოწაფეა.
დავით ჭელიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"