მარშრუტში გათვალისწინებულია კიდევ ორი დროზე განცალკევებითი რბოლა - მე-9 ეტაპზე 38 კილომეტრი და როგორც წლევანდელ ტურზე იყო - ბოლოსწინა ეტაპზე 52 კილომეტრი.
ველომრბოლელებმა შეფასება მისცეს 2012 წლის მარშრუტს და მას წლევანდელზე რთული უწოდეს. საერთო ჯამში ტურის მონაწილეებმა 3479 კილომეტრი
რომლის სიმაღლე 1148 მეტრია და 6-პროცენტიანი დახრილობა აქვს.
"მარშრუტში რამდენიმე ახალი მთა დავამატეთ. ამან ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაამძაფროს. ველომრბოლელებს ეტაპების ფინიშამდე დიდი ხნით ადრე გაუჩნდებათ შეტევების განხორციელების სურვილი", - ამბობს ტურ დე ფრანსის დირექტორი კრისტიან პრიუდომი.
ესპანელმა ვარსკვლავმა ალბერტო კონტადორმა აღიარა, რომ 2012 წლის მარშრუტი უფრო მომგებიანი იმ ველომრბოლელებისთვისაა, რომლებიც დროზე განცალკევებით რბოლაში სპეციალიზირდებიან.
"ამ რბოლაში ბევრი შეტევის საშუალება იქნება და ეს ცუდი არ არის. ველომარათონის ბედი მთებში გადაწყდება. რბოლის მარშრუტი უფრო კეიდელ ევანსს აწყობს. მომწონს ეს მარშრუტი, მაგრამ მისი პროფილი ჩემი სტილის შესაბამისი ნამდვილად არ არის. ის უფრო მეტად აწყობთ მრბოლელებს, რომლებიც დროზე განცალკევებით რბოლებში გამოდიან კარგად. სავარაუდოდ, მომიწევს ინდივიდუალურ რბოლებამდე შეტევა", - განაცხადა ტურის სამგზის ჩემპიონმა.
99-ე ტურ დე ფრანსი 30 ივნისს დაიწყება, ფინიში კი 22 ივლისს, ტრადიციულად პარიზში, ელისეს მინდვრებზე შედგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"