სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრებები ტარდება არასტანდარტულ გზებსა და სამთო ბილიკებზე, სადაც მრბოლებს უხდებათ ბუნებრივი დაბრკოლებების დაძლევა.
ჭაბუკებისთვის საასპარეზოდ დიდი დიღომი შეირჩა. აქ საპატიო კვარცხლბეკის სამივე საფეხურზე თბილისელები ვიხილეთ. პირველობა წილად ხვდა დიმიტრი ხოსიაურს, მეორე იყო ნიკა გოგიშვილი, მესამე - დავით ორგველაძე.
უფროსი ასაკის მრბოლებისთვის რთული რელიეფი კუს ტბის მიდამოებში გამოინახა. აქ ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები ჩაებნენ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ბესიკ გავაშელმა და ამ დისციპლინაში იგი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მეორე ადგილი წილად ხვდა გიორგი ნადირაძეს, მესამე - დიმიტრი ხოსიაურს.
ფოტოზე მარცხნიდან: გიორგი ნადირაძე, ბესიკ გავაშელი, დიმიტრი ხოსიაური.
გიორგი ბაბუხადია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"