პირველი ეტაპი - დროზე გამოდევნებით რბოლა შვედმა გუსტავ ლარსონმა მოიგო და ლიდერის ყვითელი მაისური მოიპოვა. გუშინ კი გაიმართა მეორე ეტაპი, სადაც სპრინტერებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება.
როგორც მოსალოდნელი იყო, 185-კილომეტრიან დისტანციაზე არაერთი გაქცევა ვიხილეთ. ყველაზე სერიოზული იყო 30-კაციანი ჯგუფის შეტევა, რომელშიც იყვნენ პარიზი-ნიცას ფავორიტები - ბრედლი უიგინსი, ლევი ლაიპჰაიმერი და ტეჟაი ვან გარდერენი. ერთ მომენტში მათი უპირატესობა პელოტონთან ორ წუთსა და 25 წამს შეადგენდა.
მაგრამ, როგორც
ბოლო კილომეტრებზე დაიწყო სპრინტერული გარჩევები. ყველაზე შეწყობილად "ქუიქ-სტეპის" წევრები მოქმედებდნენ. ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე ამ გუნდის ველომრბოლელმა სილვენ შავანელმა ატარა პელოტონი და შეტევის კარგი შესაძლებლობა მისცა თანაგუნდელ ტომ ბოონენს. ცნობილმა ბელგიელმა შანსი კარგად გამოიყენა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.
აღსანიშნავია, რომ ბოონენმა კარიერაში პარიზი-ნიცას მეექვსე ეტაპი მოიგო. ბელგიელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მან ორი კვირის წინ კატარის ტური მოიგო.
რაც შეეხება ყვითელი მაისურისთვის ბრძოლას, ეტაპის მსვლელობისას აქტიურობამ რბოლის ლიდერობა მოუტანა ბრედლი უიგინსს, რომელიც ექვს წამს უგებს ლაიპჰაიმერს და შვიდ წამს - ბოონენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"