მათგან გენერალურ კლასიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი - 103-ე ადგილი ბელგიელ ბარტ დე კლერკს ჰქონდა. აქვე იყო ესპანელი ლუის ანხელ მატე, რომელიც “მთის მეფის” მაისურისთვის იბრძვის და ეტაპის განმავლობაში საბონუსე ქულების შეგროვებას აპირებდა.
გაქცეულები ზრდიდნენ უპირატესობას და ერთი პირობა ხუთ წუთსაც იგებდნენ, მაგრამ პელოტონმა არც ამჯერად დაუშვა მათი გამარჯვება და ფინიშამდე 22 კილომეტრით ადრე დაეწია ლიდერთა ჯგუფს. არადა, იყო საშიშროები,
ბოლო კილომეტრებზე კი დაიწყო სპრინტერული გარჩევები. გუნდები ცდილობდნენ თავიანთ საუკეთესო სპრინტერებისთვის ხელსაყრელი სიტუაცია შეექმნათ შეტევისთვის. ამ მხრივ ყველაზე კარგად "ლოტოს" წევრებმა იმუშავეს და ამ საჯინიბოს წევრმა ჯანი მირსმენმა პირველმა გადაკვევა ფინიშის ხაზი.
მეათე მივიდა ფინიშთან საერთო ჩათვლის ლიდერი, ბრიტანელი ბრედლი ვიგინსი, რომელმაც შეინარჩუნა ყვითელი მაისური. მეოთხე ეტაპს გენერალურ კლასიფიკაციაში არაფერი შეუცვლია - ვიგინსი კვლავ ექვს წამს უგებს ამერიკელ ლევი ლაიპჰაიმერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"