ალბერტო კონტადორი არ იჩივლებს

AutoSharing Option
ესპანელმა ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა გადაიფიქრა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს წინააღმდეგ აპელაციის შეტანა. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ ალბერტოს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა დოპინგის გამოყენებისთვის.

აპელაციის შეტანის ვადა 2 აპრილს ამოიწურა. როგორც ესპანელმა განაცხადა, გადაწყვეტილების გაპროტესტების აზრს ვერ ხედავს, რადგან მთლიანად დაკარგა სპორტული სამართლიანობისადმი რწმენა. კონტადორის თქმით, მის აპელაციას მაინც სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავდა.

ამ მკაცრი სასჯელის გამო კონტადორს ჩამოართვეს 2010 წელს ტურ დე ფრანსზე მოპოვებული ტიტული. გარდა ამისა, ალბერტოს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი მოუსპეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული