ამჯერად ორგანიზატორებმა სტარტისთვის უცნაური ქვეყანა აირჩიეს - დანია. ისე კი, ჯირო იტალიის საზღვრებს გარეთ მეათედ აიღებს სტარტს.
პირველი ეტაპი - დროზე ინდივიდუალური რბოლა 8.7 კილომეტრი სიგრძისაა და ის ქალაქ ჰერნინგის ქუჩებში ჩაივლის. მეორე ეტაპზე ველომრბოლები (სულ სტარტზე 22 გუნდის 198 სპორტსმენი გავა) კიდევ ერთ დანიურ ქალაქს - ჰორსენსს გაივლიან და შემდეგ ვერონაში გადავლენ. დისტანციის საერთო
ამჯერად ორგანიზატორებმა დაინდეს მონაწილეები და მარშრუტი ისეთი "მომაკვდინებელი" არ იქნება, როგორც ეს შარშან იყო. სულ გაიმართება შვიდი ეტაპი სწორ გზაზე, 11 სამთო, ორი ინდივიდუალური და ერთიც დროზე გუნდური რბოლა.
გენერალურ კლასიფიკაციაში ძირითადი ბრძოლა ჯიროს მეორე ნაწილში გაიმართება, სადაც ველომრბოლებს ყველაზე რთული სამთო ეტაპები ელით. კერძოდ, მე-20 ეტაპი, რომელშიც ორგანიზატორებმა ჩართეს ორი ლეგენდარული მთა - მორტილორო და პასლო დელო სტელვიო. ბოლო მთა წლევანდელი ტურის ყველაზე მაღალი წერტილი (2757 მეტრი) იქნება - მასზე ასასვლელად 25 ურთულესი კილომეტრია გასავლელი.
წლევანდელი რბოლა დისკვალიფიცირებული ალბერტო კონტადორის გარეშე ჩაივლის, რომელმაც შარშან მოიგო "ჯირო", მაგრამ ამა წლის თებერვალში დოპინგის მიღებისთვის დაისაჯა და შარშანდელი ტიტული ჩამოერთვა.
გამარჯვება შარშანდელ მეორეადგილოსანს, იტალიელ მიკელე სკარპონის გადასცეს. სწორედ ის მიიჩნევა 2012 წლის ჯიროს ძირითად ფავორიტად.
მის მთავარ კონკურენტად კი თანამემამულე ივან ბასო მიიჩნევა. ასევე არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანკ შლეკი, რომელიც არ აპირებდა იტალიაში გამოსვლას, მაგრამ იაკობ ფულსანგის ტრავმის გამო სწორედ ის გახდა RadioShack-Nissan-ის კაპიტანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"