ველოსპორტში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს მოდელობაც შეუძლია

AutoSharing Option
ტრეკზე ველოსპორტში პეკინის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს, ბრიტანელ ვიქტორია პენდლტონს თავისუფლად შეუძლია გახდეს მოდელი კარიერის დასრულების შემდეგ.

ეს 31 წლის სპორტსმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა ჟურნალ ESQUIRE-ისთვის ფოტოსესია გამართა - პენდლტონმა სპორტული კომბინეზონი მოკლე სექსუალურ კაბაში გაცვალა.

გარდა ამისა, ინტერვიუში ვიქტორიამ განაცხადა, რომ არ ჰგავს სხვა სპორტსმენებს და მას ძალიან უშლის ხელს ემოციები.

"ყველა ამბობს, რომ სპორტსმენი არ უნდა ამჟღავნებდეს თავის სისუსტეებს, - ყვება პენდლტონი. - მე კი სწორედ ასეთი ვარ. ძალიან ემოციური გახლავართ, მაგრამ რა არის ამაში
ცუდი? ჯერჯერობით, სანამ ჩემი ფეხები სხვებზე სწრაფია, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული