სამწუხაროდ, ამჯერადაც იყო წაქცევები, რამაც გარკვეული როლი ითამაშა ფინიშზე ადგილების განაწილებაში.
ეტაპზე ტრადიციული გაქცევა ოთხმა ველომბროლმა მოაწყო. ამჯერად მათმა აქტიურობამ კინაღამ შედეგი გამოიღო. პელოტონს მაქსიმალური დაძაბვით მუშაობა მოუწია იმისთვის, რომ გაქცეულებს დაწეოდა. საბოლოოდ, ფინიშამდე 200 მეტრით ადრე მატიო ლადანიუ, პაბლო ურტასუნი, იან ჰისელინკი და ჟულიენ სიმონი პელოტონში ჩაიკარგნენ და ყველაფერი მზად იყო სპრინტერული ფინიშისთვის.
ფინიშამდე ორნახევარი კილომეტრით
გრაიპელმაც ყველაზე სწორად შეარჩია შეტევის მომენტი და მშვიდად გაუსწორდა ყველა კონკურენტს, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონ მარკ კევენდიშს, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა.
ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა მეტიუ ჰოსმა, მესამეზე იყო ხუან ხოსე ხაედო.
ანდრე გრაიპელმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, სეზონში კი ეს მისი მე-15 მოგება იყო.
გენერალურ კლასიფიკაციაში კი არაფერი შეცვლილა - ყვითელი მაისურა ისევ ფაბიან კანჩელარას აქვს, რომელიც ბრედლი უიგინსს შვიდ წამს უგებს.
V ეტაპი
1. ანდრე გრაიპელი (გერმანია - Lotto-Belisol); 2. მეტიუ ჰოსი (ავსტრალია - Orica-GreenEdge); 3. ხუან ხოსე ხაედო (არგენტინა - SaxoBank-Tinkoff Bank); 4. სამუელ დუმოლენი (საფრანგეთი - Cofidis); 5. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი - Team Sky); 6. ტომ ვეელერსი (ჰოლანდია - Argos-Shimano); 7. ოსკარ ფრეირე (ესპანეთი - კატიუშა); 8. ალესანდრო პეტაკი (იტალია - Lampre-ISD); 9. სებასტიან ინო (საფრანგეთი - Ag2r La Mondiale); 10. იოან ჟენე (საფრანგეთი - Europcar)...
საერთო ჩათვლა
1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია, RadioShack-Nissan); 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0,07; 3. სილვენ შავანელი (საფრანგეთი - Omega Pharma-Quick Step) - +0,07; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +0,10; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია - Team Sky) - +0,11; 6. დენის მენშოვი (რუსეთი - “კატიუშა”) - +0,13; 7. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +0,17; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +0,18; 9. რეიდერ ჰესიედალი (კანადა - Garmin-Sharp) - +0,18; 10. ანდრეას კლიოდენი (გერმანია - RadioShak-Nissan) - +0.19...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"