ეს ველომრბოლელი ეტაპს ლიდერის ყვითელი მაისურით შეხვდა, თუმცა უპირატესობა ტურის მოქმედ ჩემპიონ კეიდელ ევანსთან მხოლოდ 10 წამს შეადგენდა.
წინა ორ სამთო ეტაპზე ევანსმა სცადა უიგინსის პოზიციებზე იერიშის მიტანა, მაგრამ ბრიტანელმა მოიგერია ეს შეტევები. ახლა კი მან მტკივნეული დარტყმა მიაყენა ავსტრალიელ კონკურენტს.
უიგინსმა დროზე განცალკევებით რბოლაში ფანტასტიკური ტემპი აკრიფა. ამაზე მეტყველებს მსგავსი ტიპის რბოლების
ერთადერთი, ვინც უიგინსს ამ ეტაპზე კონკურენცია გაუწია, "თიმ სქაიში" მისი თანაგუნდელი კრისტოფერ ფრუმი იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა უიგინსთან მაინც წააგო 35 წამი. ფრუმმა ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და ამან გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილი მოუტანა.
რაც შეეხება კეიდელ ევანსს, მან ამ ეტაპზე სასტიკი მარცხი იგემა. ავსტრალიელი მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან და მისი ჩამორჩენა უიგინსთან წუთი და 43 წამი იყო. შესაბამისად, ახლა ის გენერალურ კლასიფიკაციაში ბრიტანელთან წუთსა და 53 წამს აგებს.
რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამთო ეტაპია და უიგინსის გამარჯვებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ბრიტანელი ისეთ ფორმაშია, რომ მის ტრიუმფში ეჭვი თითქმის არავის ეპარება. მით უმეტეს, რომ წინ არის კიდევ ერთი დროზე განცალკევებითი რბოლა, რაც ბრედლი უიგინსის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
IX ეტაპი
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0,35; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია, RadioShack-Nissan) - +0,57; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +1,06; 5. სილვენ შავანელი (საფრანგეთი - Omega Pharma-Quick Step) - +1,24; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +1,43; 7. პეტერ ველიტსი (სლოვაკეთი - Omega Pharma-Quick Step) - +1,59; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,07; 9. დენის მენშოვი (რუსეთი - "კატიუშა") - +2,08; 10. ანდრეას კლიოდენი (გერმანია - RadioShak-Nissan) - +2,09...
საერთო ჩათვლა
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +1,53; 3. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +2,07; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,23; 5. დენის მენშოვი (რუსეთი - "კატიუშა") - +3,02; 6. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +3,19; 7. მაქსიმ მონფორი (ბელგია - RadioShack-Nissan) - +4,23; 8. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +5,14; 9. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +5,20; 109. ნიკოლას როში (ირლანდია - Ag2r La Mondiale) - +5,29...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"