მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ დისტანციაზე 1,6 კილომეტრი სიგრძის აღმართი იყო გადასალახი და ფინიშთან ახლოს ველომრბოლელებს ერთი პატარა ამაღლებაც ელოდათ. შესაბამისად, მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტიც იყო მოსალოდნელი.
გაქცეულ ველომრბოლელებს შორის მრავლად იყვნენ ფრანგები. ალბათ, იმიტომ, რომ იმ დღეს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე აღინიშნებოდა. წინ გასულ ჯგუფში ვხედავდით დანიელ მიხაელ მერკოვს. ეს მისი მეხუთე გაქცევა იყო მიმდინარე ტურზე.
დაწინაურებულთა
მეორე კატეგორიის სირთულის მთასთან ტურის მოქმედი ჩემპიონის, კეიდელ ევანსის გუნდმა BMC-მ ისე მოუმატა ტემპს, რომ პელოტონი რამდენიმე ჯგუფად დაიშალა. ჩამორჩენილებს შორის ისეთი სახელოვანი ველომრბოლელები აღმოჩნდნენ, როგორებიც არიან ალეხანდრო ვალვერდე და ლევი ლაიპჰაიმერი. "რედიოშეკის" წევრი ტონი გალოპენი კი იძულებული გახდა, რბოლა ვადაზე ადრე შეეწყვიტა. ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე პელოტონი თანდათან დაეწია გაქცეულებს და ახალი სოლო-შეტევებიც ვიხილეთ. მაგალითად, ევანსმა სცადა გაქცევა, მაგრამ ამისთვის მზად იყო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის, ბრედლი უიგინსის გუნდი "თიმ სქაი".
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მთაზე პელოტონი ძალიან გაიწელა, სპრინტერებმა შეძლეს დაღმართში წინ წასულების დაწევა. ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე შეტევის მცდელობა ჰქონდა ლუის ლეონ სანჩესს. მას თვით ბრედლი უიგინსი გამოეკიდა. კარგი სპურტი ჰქონდა ბრიტანელის ზურგსუკან ედვალდ ბოასონ ჰაგენს, მაგრამ მან თავად წააგო ორ მეტოქესთან, რომლებიც ნორვეგიელს ბორბალზე ესხდნენ. საბოლოოდ ანდრე გრაიპელმა გამარჯვება გამოსტაცა პეტერ საგანს. ამით ის გაუთანაბრდა სლოვაკს ამ ტურზე გამარჯვებების რაოდენობით - მათ სამ-სამი ეტაპი აქვთ მოგებული.
XIII ეტაპი
1. ანდრე გრაიპელი (გერმანია - Lotto-Belisol) - 4.57,59; 2. პეტერ საგანი (სლოვაკეთი - Liquigas) - იგივე დრო; 3. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია - Team Sky) - იგივე დრო; 4. სებასტიან ინო (საფრანგეთი - Ag2r La Mondiale) - იგივე დრო; 5. დერილ იმპრი (ბრიტანეთი - Orica GreenEdge Cycling Team) - იგივე დრო; 6. ჟულიენ სიმონი (საფრანგეთი - Saur - Sojasun) - იგივე დრო; 7. მარკო მარკატო (იტალია - Vacansoleil-DCM Pro Cycling Team) - იგივე დრო; 8. ფილიპ ჟილბერი (ბელგია - BMC Racing Team) - იგივე დრო; 9. პეტერ ველიტსი (სლოვაკეთი - Omega Pharma-Quickstep) - იგივე დრო; 10. დანილო ხონდო (ესპანეთი - Lampre - ISD)...
საერთო ჩათვლა
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - 59.32,32; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +2,05; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,23; 4. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +3,19; 5. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +4,48; 6. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +6,15; 7. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +6,57; 8. იანეც ბრაიკოვიჩი (სლოვენია - ასტანა) - +7,30; 9. პიერ როლანი (საფრანგეთი - Europcar) - +8,31; 10. ტიბო პინო (საფრანგეთი - FDJ) - +8,51...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"