უკონკურენციოდ იყვნენ ბრიტანელები მამაკაცებს შორის გუნდურ გამოდევნებით რბოლაში. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ავსტრალიის ნაკრები მასპინძლებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ასეც მოხდა.
ბრიტანეთი პრაქტიკულად ყოველ წრეზე ზრდიდა უპირატესობას და არც მაშინ მოდუნდა, როცა ფინალის ბედი გარკვეული იყო. მომავალ ჩემპიონებს მაქსიმალურად სურდათ ესიამოვნებინათ მაყურებლები, ამიტომაც მსოფლიოს რეკორდზე წავიდნენ და დაამყარეს კიდეც.
ჩემპიონები გახდნენ: ედ კლენსი, ჯერენტ ტომასი, პეტერ
ეს კვარტეტი აპრილში, მელბურნში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა პირველი. სხვათა შორის კლენსი და ტომასი პეკინშიც ამ სახეობაში დაეუფლნენ ოქროს.
მაშინ ბრიტანეთის გუნდის წევრი იყო ლეგენდარული ბრედლი უიგინსი, რომელიც შემდეგ საგზატკეცილო ველორბოლაში გადავიდა და რა შედეგებსაც მიაღწია, ყველამ კარგად იცის.
* * *
მეორე ბრიტანული ტრიუმფი ქალებს შორის კეირინში შედგა. აქ განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა 31 წლის ვიქტორია პენდლტონს.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, ამ ველომრბოლს თითქმის გარანტირებული ოქრო წაართვეს მსაჯებმა, რომლებმაც გუნდურ სპრინტში ბრიტანული დუეტის მოქმედებაში შეცდომა დაინახეს და დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ის იყო, რომ ეს მომხიბვლელი ბრიტანელი ამ ოლიმპიადის შემდეგ ასრულებს კარიერას და ბუნებრივია, მაჟორულ ნოტაზე სურდა ამის გაკეთება.
პენდლტონს ეს გამოუვიდა. ფინიშამდე ორი წრით ადრე ის მეოთხე-მეხუთე პოზიციაზე იყო და შემდეგ ისეთი შეტევა განავითარა, რომ ვერც ერთმა კონკურენტმა ვერ შეძლო მისი დაწევა.
ქალები
1. ვიქტორია პენდლტონი (ბრიტ)
2. შუან გუო (ჩინ)
3. ვაი-ზე ლი (ჰ-კონ)
4. კლარა სანჩესი (საფ)
5. ანა მირსი (ავსტრა)
6. მონიკ სალივანი (კან)
კაცები
გუნდური რბოლა გამოდევნებით
I რაუნდი
ესპანეთი-კოლუმბია 3:59.520-4:05.485; რუსეთი-ჰოლანდია 3:57.237-4:04.029; ავსტრალია-ზელანდია 3:54.317-3:56.442; ბრიტანეთი-დანია 3:52.743-3:57.396.
მე-3 ადგილისთვის
ზელანდია-რუსეთი 3:55.952-3:58.282.
ფინალი
ბრიტანეთი-ავსტრალია 3:51.659 (მს.რ)-3:54.581.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"