ბრიტანეთის ნაკრებმა ლონდონის ველოტრეკზე მეხუთე ოქრო მოიგო

AutoSharing Option
მეხუთე ოქრო მოიგო ბრიტანეთის ნაკრებმა ლონდონის ველოტრეკზე. მასპინძელ ჯეისონ კენის აქამდე ორი ოლიმპიური ოქრო ჰქონდა მოგებული, მაგრამ ის ამ წარმატებებს გუნდურ სპრინტში ლეგენდარული კრის ჰოის ხარჯზე აღწევდა, თუმცა ახლა მისი ინდივიდუალური გაჩემპიონების დრო დადგა.

24 წლის ბრიტანელის გუშინდელი გამარჯვება ინდივიდუალურ სპრინტში ნამდვილ სენსაციად შეფასდა, რადგან კენის ფინალში უპირისპირდებოდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, თანამედროვე სპრინტის ლიდერი ფრანგი გრეგორი ბოჟი.

კენიმ გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ კვალიფიკაციის დროს გააკეთა, როცა საუკეთესო დროით გადავიდა პლეი ოფში. რაც შეეხება ფინალს, მან ყოველგვარი გართულების გარეშე, იოლად
მოუგო ბოჟს 2:0 და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მაშ ასე, ბრიტანეთს ტრეკზე შვიდი შესაძლებლიდან ხუთი ოქრო აქვს. დღეს მედლების სამი კომპლექტი თამაშდება და ამით დასრულდება ლონდონის ოლიმპიადის პროგრამა.

სამივე სახეობაში მასპინძლები მოგებას გეგმავენ: კაცების კეირინში თვით კრის ჰოი გამოდის, ქალების სპრინტში ფავორიტი ბრწყინვალე ვიქტორია პენდლტონია, ხოლო ქალების ომნიუმში სამი დისციპლინის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერია ასევე მასპინძელი ლაურა ტროტი.

კაცები
სპრინტი
1. ჯეისონ კენი (ბრიტ)
2. გრეგორი ბოჟი (საფ)
3. შეინ პერკინსი (ავსტრა)
4. ნიკოლას ფილიპსი (რუს)
5. დენის დმიტრიევი (რუს)
6. ჯიმი უოტკინსი (აშშ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული