სპორტსმენი ამ სურათებზე ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების დროს არის აღბეჭდილი. ფოტოებს თან ერთვის გაზეთების ირონიური მინაწერები. მაგალითად, "დეილი მირორმა" ბელგიელს წვეულებებისა და საღამოების ოლიმპიური ჩემპიონი უწოდა.
ფოტოზე ჩანს, რომ გიის ვან ჰეკე თითქმის უგონო მდგომარეობაშია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
როგორც ჩანს, მან სწორედ ასეთი ხერხით გადაწყვიტა ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლის აღნიშვნა. ბელგიელი ველოტრეკზე ომნიუმში გამოდიოდა და მე-15 ადგილი დაიკავა.
ბელგიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამოაცხადეს, რომ ვან ჰეკე დღეს დატოვებს
ამასთან, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა აღნიშნეს, რომ სპორტსმენმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"