ჯირო ფავორიტმა დატოვა

AutoSharing Option
შარშანდელი სეზონის საუკეთესო ველომრბოლი, ბრიტანელი ბრედლი უიგინსი საკუთარი სურვილისამებრ მოიხსნა ჯირო დ'იტალიიდან. მე-13 ეტაპის წინ გადაწყვიტეს ტურ დე ფრანსის მოქმედი გამარჯვებული და ოლიმპიური ჩემპიონი ტრასაზე არ გაეშვათ ავადმყოფობის გამო.

უიგინსს ოთხშაბათს აცნობეს, რომ მას რესპირატორული ინფექციისა და ანგინის ნიშნები აქვს და საჯინიბო "თიმ სქაის" ხელმძღვანელობამ ის სამკურნალოდ ბრიტანეთში გაუშვა.

ბრედლის პრობლემები ჯიროს მე-12 ეტაპზე წარმოიშვა, როცა ბოლო აღმართზე ძირითად ჯგუფს ჩამორჩა და პარტნიორების დახმარების მიუხედავად, პელოტონს ვეღარ შეუერთდა. საბოლოოდ, ბრიტანელი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს ვინჩენცო ნიბალის ხუთ წუთზე მეტით ჩამორჩა. სწორედ
ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ბრედლის იტალიური ტურიდან გამოყვანის თაობაზე. ასევე გამოცხადდა, რომ ჯიროზე "თიმ სქაის" ახალი ლიდერი იქნება კოლუმბიელი რიგობერტო ურანი.

რაც შეეხება მე-12 ეტაპს, მისი გამარჯვებული გახდა ბრიტანელი მარკ კევენდიში. ეს ამ ბრწყინვალე სპრინტერის საიუბილეო, მე-100 გამარჯვება იყო კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯერ იტალიელები იგებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული