ჯირო დ'იტალია: ლიდერი უცვლელია

AutoSharing Option
ჯირო დ'იტალიაზე ერთდღიანი შესვენების შემდეგ გაიმართა მე-16 ეტაპი, რომლის სიგრძე 238 კილომეტრს შეადგენდა - ვალუარადან ივრეამდე.

ფინიშამდე 16 კილომეტრით ადრე შეტევაში წავიდა კოლუმბიელი კარლოს ბეტანკური Ag2r-დან, რომელსაც 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი სამუელ სანჩესი (Euskatel Euskadi) გამოედევნა, მაგრამ მალე მათ ძირითადი ჯგუფი დაეწიათ.

გადამწყვეტი აღმოჩნდა შეტევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ესტონელი ტანელ კანგერტი ("ასტანა"), პოლონელი პშემისლავ ნემეცი (Lampre) და ესპანელი ბენიატ ინჩაუსტი (Movistar). ამ ტრიოს შორის სპრინტი ინჩაუსტმა მოიგო და სწორედ ის გახდა ეტაპის გამარჯვებული. მეორეზე გავიდა კანგერტი, მესამეზე - ნემეცი.

გენერალური კლასიფიკაციის
ლიდერმა, იტალიელმა ვინჩენცო ნიბალიმ შეინარჩუნა ვარდისფერი მაისურა. 21 მაისის ეტაპი მან ათეულის მიღმა დაასრულა. "ასტანას" წევრი კვლავაც ერთ წუთსა და 26 წამს უგებს ავსტრალიელ კეიდელ ევანსს (BMC). საერთო ჩათვლაში მესამეა "სქაის" წევრი, კოლუმბიელი რიგობერტო ურანი, რომლის ჩამორჩენა ლიდერთან 2 წუთსა და 46 წამს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯირო ფავორიტმა დატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული