ნობელის პრემია და ავღანელი ველოსიპედისტები

AutoSharing Option
იტალიის პარლამენტის 118 წევრი თანახმაა ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში შეიყვანოს ავღანეთის ქალთა ნაკრები ველოსპორტში.

იტალიელთა აზრით, გუნდი ცდილობს დაიცვას სოციალური სამართლიანობა, გამოდის ძალადობისა და მცდარი საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის, ავღანეთის ნაკრებში 10 სპორტსმენი ქალი ირიცხება, რომლებსაც აცვიათ შარვლები, თავისუფალი პერანგები და ჰიჯაბები.

"ზოგიერთები ამბობენ, რომ ველოსპორტმა შეიძლება გაანადგუროს გოგონას მომავალი. ბევრ რამეს ამბობენ. თუ მათ მოვუსმენთ, ვერასოდეს შევძლებთ ჩვენი სახლების დატოვებას", - განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა.

ავღანეთის ნაკრებმა პირველად აზიის ჩემპიონატში მონაწილეობა 2013 წელს მიიღო. იმავე წელს, ამ გუნდის
შესახებ მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი გადაიღეს, წელს იგეგმება სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ ტურ დე ფრასზე დადოთ სერიოზული სტატიები!ძალიან გვაინტერესებს!!!!
მიგელ ინდურაინი
10:11 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული