"თეგეტა მოტორსში" MAN-ის საერთაშორისო ტრეინინგი გაიმართა

AutoSharing Option
დღეს "თეგეტა მოტორსში"  გერმანული სატვირთო საავტომობილო კონცერნის, MAN-ის ჯგუფში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ტრეინინგი გაიმართა.

"თეგეტა მოტორს"-ის სათავო ოფისში გამართულ ტრეინინგს, რომელიც მისი შვილობილი კომპანიის "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის და MAN Truck & Bus AG-ს სასწავლო აკადემიის (MAN Academy) ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი რვა კომპანიის 22 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები.

პარტნიორი კომპანიების გაყიდვების მენეჯერებს, რომლებიც ტრეინინგში მონაწილეობდნენ, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებისთვის საჭირო საკითხებზე გერმანელი სპეციალისტები ესაუბრებოდნენ.

ამ სახის
ტრეინინგების ჩატარება, MAN Truck & Bus AG-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის დოქტორ ფრენკ ჰილერის გადაწყვეტილებით დაინერგა, რის შემდეგაც ყოველწლიურად გერმანიაში, ქ. მიუნხენში, კომპანიის სათავო ოფისში იმართება.

ტრეინინგის გერმანიის საზღვრებს გარეთ ჩატარება წელს პირველად გადაწყდა. როგორც "თეგეტა მოტორსის" კომერციული დირექტორი ავთანდილ წერეთელი აცხადებს, ტრენინგის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რამოდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის და MAN Truck & Bus AG-ის წარმატებულმა და გრძელვადიანმა თანამშრომლობამ, ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებმა და ინფრასტრუქტურამ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებისთვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს, პარტნიორი კომპანიებისთვის "თეგეტა მოტორს"-ში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობამ და საქართველოს ბაზრის პროგრესულმა ზრდამ.

"თეგეტა მოტორსი"-ს შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბას" უკვე 5 წელია საქართველოში MAN Truck & Bus AG-ს ოფიციალური იმპორტიორია.

S
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტთან რა შუაშია ეს ინფორმაცია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული